Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მოგზაურთა კლუბი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(119)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
Welcome to USA- ამერიკა,#5
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ucxo777
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ucxo777
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1791
წევრი No.: 152570
რეგისტრ.: 1-August 12
#44377905
· 21 Apr 2015, 21:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Welcome to USA
ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 309 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
სახელმწიფო:
პოლიტიკური სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა. კონსტიტუცია მიღებულია 1787 წელს.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი. აშშ-ის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 2009 წლიდან პრეზიდენტია ბარაკ ობამა.
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი კონგრესი, რომელიც შედგება სენატისაგან (ზედა პალატა, 100 წევრი) და წარმომადგენელთა პალატისაგან (ქვედა პალატა, 435 წევრი).
პოლიტიკური პარტიები: დემოკრატიული პარტია (დაარსებულია 1828 წელს), რესპუბლიკური პარტია (დაარსებულია 1854 წელს)
აშშ თითქმის ყველა სახის სასოფლო—სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას აწარმოებს. აქ მსოფლიოში ყველაზე მეტი სიმინდი, სოია, პომიდორი, ფორთოხალი, ატამი, ყველი და საქონლისა თუ ფრინველის ხორცი იწარმოება. აშშ-ში მოიპოვება თითქმის ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის. აქ იმაზე მეტ ქვანახშირს, სპილენძს, თაბაშირს, მარილს, ფოსფატებსა და გოგირდს მოიპოვებენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალასკა და მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები ქვეყანას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს ნავთობითა და ბუნებრივი აირით.
ამერიკულია მსოფლიოს სამი უდიდესი კომპანია: „ჯენერალ მოტორსი“, „ფორდი“ (საავტომობილო) და „ექსონი“(ნავთობმომპოვებელი). ქვეყანა აწარმოებს მრეწველობის ძველ, განვითარებულ, ქიმიურ და საფეიქრო დარგებთან დაკავშირებულ მრავალნაირ პროდუქციას, თუმცა მრეწველობის ისეთ ახალ დარგებშიც ლიდრეობს, როგორიც ელექტრონიკა, პროგრამული უზრუნვეყლოფა და ბიოტექნოლოგიაა. ამ დარგებში ბევრი მნიშვნელოვანი გამოგონება აშშ-ის კოსმოსური და თავდაცვის მრეწველობის განვითარების შედეგად მოხდა.
წინა თემის ლინკები:
ამერიკა - USA
Welcome to USA - ამერიკა
Welcome to USA - ამერიკა
Welcome to USA- ამერიკა
ყველას გისურვებთ წარმატებას და ამერიკული ოცნების ახდენას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ll1992
Super Member
ჯგუფი: Registered
ll1992
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 381
წევრი No.: 187029
რეგისტრ.: 3-June 14
#44377996
· 21 Apr 2015, 21:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გადმოვბარგდიიი
)))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნინა411
Super Member
ჯგუფი: Registered
ნინა411
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 191646
რეგისტრ.: 23-September 14
#44378027
· 21 Apr 2015, 21:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაა, ახალ თემას გილოცავთ, კიდევ ბევრი შეგევსოთ და ახალი გაგეხსნათ
* * *
ხო მართლა, ვინმეს გეცოდინებათ აშშ-ს ისტორიის წიგნები სად ვიშოვო? ქართულად/ინგლისურად, არ აქვს მნიშვნელობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Harry Green99
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Harry Green99
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1863
წევრი No.: 178998
რეგისტრ.: 30-December 13
#44378280
· 21 Apr 2015, 21:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავფიქსირდეთ
------------------------------------
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mr_Li
●●●●●●●●●●
ჯგუფი: Members
Mr_Li
●●●●●●●●●●
ჯგუფი: Members
წერილები: 5948
წევრი No.: 120825
რეგისტრ.: 10-September 10
#44378399
· 21 Apr 2015, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წინა ტემაში კითხულობდნენ ტურისტულ ადგილებზე და აჰა გამოგადგებათ
Best Places to Visit in the USA
http://travel.usnews.com/Rankings/best_usa_vacations/
ისე რამე ნაკლებად გაპირებული ადგილის თქმაც კაი იქნება ლოგიკურად..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bago
Junior Member
ჯგუფი: Registered
bago
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 21
წევრი No.: 155299
რეგისტრ.: 19-October 12
#44380944
· 22 Apr 2015, 00:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნინო რვახარ
ბბლდკბნდლფბნდფლბდლფბ დფლ ბდლბ დლბ დგლბ დგლბ დგლბ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
celica
Super Member
ჯგუფი: Registered
celica
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 204
წევრი No.: 190098
რეგისტრ.: 15-August 14
#44380986
· 22 Apr 2015, 00:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გაუმარჯოსს გუშინ კონსულმა ჩემი ძმაკაცის და გაახარა )) არაფერი არ უკითხავს განსაკუთრებულიო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
justhappy
Crazy Member
ჯგუფი: Registered
justhappy
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1088
წევრი No.: 200503
რეგისტრ.: 3-April 15
#44381864
· 22 Apr 2015, 03:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ რა მაინტერესებს . თუ შეგიძლიად ვინც იცით კარგად გამარკვიეთ . ანუ ამერიკის ვიზა მინდა როგორც მივხვდი ტურისტული ვიზის აღების საკმაოდ მცირე შანსი მაქ არ ვმუშაობ . და ხელპასი შესაბამისად არ მერიცხება ბანკშჰი აქ ყველაზე მთავაზ მიზეზად მაგას ასახელებენ რომ ტურისსტულ ვიზაზე კარგი ხელფასი კარგი სამსახური და ასე შემდენ . ანუუუ რა ვიზები არსებობს კიდე როგორმე რო ავიღო ვიზა რა შეიძლება რო უთხრა კონსულს ისეთი რომ მომცეს ამერიკაში ცხოვრების საშუალება . მოკლედ ამიხსენით ვინმემ როგორ მოვიქცე ვინმეს რო დავასპონსორებინო ჩემი მოგზაურობა გამოდგება ? მოკლედ მირჩიედ რამე როგორ მოვიქცე რომ უპრო დიდი შანსი მქონდეს ვიზის აღების . ძალიან გთხოვთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dimentius
Crazy Member
ჯგუფი: Members
dimentius
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2769
წევრი No.: 47917
რეგისტრ.: 26-November 07
#44381876
· 22 Apr 2015, 03:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tikusha
QUOTE
თქვენ როცა შეხვედით ბავშვებთან ერთად, კონსული არ დაეჭვდა მცირეწლოვან ბავშვებს როგორ წაიყვანს სამოგზაუროდო?
ჩემი პატარა 3,5 იყო, ანუ ისეთ ასაკში რომ სიამოვნებას ღებულობდა ატრაქციონებიდან და გასართობი პარკებიდან.
ისე 3,5 წლის მაიმუნს უკვე მეორე პასპორტი ქონდა გამოცვლილი და 3 ვიზა ))))
ახსნა იყო მასეთი რომ როგორც იქნა ჩვნი პატარა უკვე ისეთ ასაკშია როცა მისი ტრანსპორტირება და მოვლა არ ჭირს. ევროპა იმიტომ არ ავირჩიეთ რომ ძველი არქიტექტურა ბავშვებისთვის საინტერესო არ იქნებოდა პირიქით მოიწყენდნენ. ამიტომ ავირჩიეთ აშშ რომელიც ცნობილია მსოფლიოს საუკეთესო საბავშვო გასართობი პარკებით. ასეთი ტიპის მოგზაურობაში ბავშვებიც იხალისებდნან და მშობლებიც.
tatariani
QUOTE
უდიდესი მადლობა რჩევისთვის გადავცემ ჩემ მეგობარს თან ვფი1რობ მეც ხო არ გავრიკსო თქო ძაან კარგი საბუთები აქვს იმას....უბრალოდ დიმენტიუს რა მითხრაი იცი?რ ომელია კარფგი ადგილები შენ უფრო იცი რა შეილება უფრო ესიამოვნოს კკონსულს? რომელია ღირსშენაიშვანი ადგილები? ტურისტი რო ჩამოვიდეს , თუ ძააან ბანალურებს არ ჩავთვლით>..
მეგობრის კარგი საბუთები თქვენ არაფერში წაგადგებათ.
რა გითხრა მე ბუნებრივი სანახაობები და ტყეპარკები მომწონს ამერიკაში მაგრა, და შემიძლია მათზე აღტაცებით ვილაპარაკო. სხვას პირიქით ბიტონის ჯუნგლები იზიდავს.
მთავარი არ არის რას მიუთითებ, მთავარია როგორ აუხსნი თუ რატომ გინდა მაინც და მაინც ამათი ნახვა, ანუ რა გიზიდავ მათში, რა გხიბლავს.
ამერიკის ღირშესანიშნავი ადგილები ამერიკელებმაც არ იციან ))) მაგრამ არის ერთი პირი ვინც მსოფლიოში ყველა კარგი ადგილი იცის და სურათსაც განახებთ უფასოდ, მას "გუგლი" ჰქვია ))) ნუ გერიდებათ მისი გამოყენება.
კონსულს კი ყველაზე მაგრად სიამოვნებს იმ დღის მოლოდინი როცა ამერიკაში დაბრუნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უნდა შეხვიდეთ და პანღური ამოსცხოთ: "ადე წადი შენს ამერიკაში ))"
Ninoninomchedlishvili
QUOTE
ანუ ოჯახთან ერთად გაგიშვეს? მე მხოლოდ ის მაინტერესებს რამდენად გაითვალიწინებენ იმას რომ ხელზე ვიღებთ ხელფასს,
კი მე, ცოლი, 9 და 3 წლის ბავშვი.
მე მაგალითად სახელფასო ცნობა საერთოდ არ მიმიტანია, სიტყვიერად აუხსენი რომ ვარ უძრავი ქონების გადამყიდველი ფიზიკური პირი, ხელფასი მეც მერყევი მქონდა, ხოლო დასტურად უბრალოდ ანგარიშზე თანხების ბრუნვა ვანახე, რომელსაც არც დახედა და მითხრა რომ სიტყვაზე მენდობოდა.
ძალიან კარგად იცის კონსულმა რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხელზე იღებს ხელფასს და დამატებითი შემოსავალია. ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ ეს უნდა აუსხნათ სიტყვიერად და რაც შეიძლება დამაჯერებლად, დასტურად კი ბოლო რამდენიმე თვის ამონაწერი მიეცით მოსწავლეების მიერ ჩარიცხული თანხებით.
* * *
justhappy
QUOTE
მოკლედ რა მაინტერესებს . თუ შეგიძლიად ვინც იცით კარგად გამარკვიეთ . ანუ ამერიკის ვიზა მინდა როგორც მივხვდი ტურისტული ვიზის აღების საკმაოდ მცირე შანსი მაქ არ ვმუშაობ . და ხელპასი შესაბამისად არ მერიცხება ბანკშჰი აქ ყველაზე მთავაზ მიზეზად მაგას ასახელებენ რომ ტურისსტულ ვიზაზე კარგი ხელფასი კარგი სამსახური და ასე შემდენ . ანუუუ რა ვიზები არსებობს კიდე როგორმე რო ავიღო ვიზა რა შეიძლება რო უთხრა კონსულს ისეთი რომ მომცეს ამერიკაში ცხოვრების საშუალება . მოკლედ ამიხსენით ვინმემ როგორ მოვიქცე ვინმეს რო დავასპონსორებინო ჩემი მოგზაურობა გამოდგება ? მოკლედ მირჩიედ რამე როგორ მოვიქცე რომ უპრო დიდი შანსი მქონდეს ვიზის აღების . ძალიან გთხოვთ
თუ სტუდენტი ხარ, შეგიძლია უთხრა რომ მშობლები გასპონსორებენ. მაგრამ ისიც გაითვალისწინე რომ სტუდენტებს ყველაზე რთულად აძლევენ ვიზას, იმ კატეგორიის გამოკლებით ვისაც მდიდარი მშობლები ყავთ და ბევრი ტურისტული გასვლა აქვთ.
ვიზების უმეტესობა ფინანსებს ითხოვს, მისი არსიც ეგაა ზუსტად რომ ფული დახარჯო ამერიკაში, ან სამუშაო ვიზა იმასაც იმიტომ გაძლევენ რომ დოვლათი და მოგება მოუტანო ამერიკას. ანუ ფულის გარეშე გამოდის რომ არავის ჭირდები )))
არის კიდევ სასწავლო ვიზები, ანუ უნდა ჩააბარო სასწავლებელში, მერე საემიგრაციოს უნდა ანახო 1 წლის სწავლის და ხარჯების ფული და მოგცემს სასწავლო ვიზას. ამასაც ფული უნდა )))
გრინ კარტა რომ მოიგო, მაშინაც თუ 1 წლის საკმარი საცხოვრებელი ფული არ ანახე, ან ადამიანი ვინც 1 წელი კმაყოფაზე აგიყვანთ, შეიძლება მოგება გაგიუქმონ.
კიდევ შეგიძლია იქორწინო მოქალაქეზე, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არა და ვინც ხელს მოგიწერს იმას უნდა მისცე სოლიდური თანხა.
მოკლედ უფულოდ დღევანდელ დღეს სამწუხაროა მაგრამ ფაქტია არავის ჭირდები.
უფოლო არის შემდეგი გზები:
-- განსაკუთრებული უნარების ფლობა (სპორცმენები მსოფლიო და ოლიმპიური პრიზიორები)
-- სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები (მეცნიერ მუშაკები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ინოვაციური კვლევების ავტორები, გამომგონებლები)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბურძგლა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ბურძგლა
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1363
წევრი No.: 109532
რეგისტრ.: 17-January 10
#44382229
· 22 Apr 2015, 09:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი თვეც და წავედიიიიიიიიიიი (ან ჩამოვედიიიიიიიი, გააჩნია ვინ რომელ ნაპირზეა
)
--------------------
,,ერი, რომლის ხსნაც მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია, ყველაფრის ღირსია’’ ვოლტერი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rusoruso83
Super Member
ჯგუფი: Registered
rusoruso83
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 408
წევრი No.: 152449
რეგისტრ.: 27-July 12
#44382573
· 22 Apr 2015, 10:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცნობას (ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ) აქვს ვადა? თუ აქვს რა ვადაა?
* * *
გამარჯობათ!!! ქრისტე აღსდგა!!! ყველას გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას!!!
ასეთი შეკითხვა მაქვს თუ ვინმემ იცით პასუხი ან თქვენი აზრიც ჩემთვის საინტერესო იქნება.
შესავალი: ჩემი ოჯახის წევრი არის დაღუპული აფხაზეთის ომში. იყო მეხანძრე და ირიცხებოდა შსს თანამშრომლად. ომში დაღუპულებს სახელმწიფო აძლევს ყოველთვიურ კომპენსაციას 1000 ლარს. ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ვერ მოვიპოვეთ ეს კომპენსაცია. არადა კანონში, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს თეთრზე შავით წერია რომ ეკუთვნის ეს კომპენსაცი, რაგდან იყო შსს თანამშრომელი. გვაქვს გასაჩივრებული სასამართლოში და ჯერ არ ყოფილა სასამართლო.
კითხვა: იმ შემთხვევაში თუ ამ სასამართლოს ვერ მოვიგებთ მაქვს უფლება ამ მიზეზით მოვითხოვო თავშესაფარი აშშ-ში? რა თქმა უნდა იქ ჩასვლის შემდეგ. ეს მიმზეზი რომ ჩემს სახელმწიფოში ვერ მივაღწიე სამართალს და რა თქმა უნდა მოწმეების ჩვენებები და რამე ყველაფერი მაქვს ნოტარიულად დამოწმებული და ა.შ.
ბევრი გამომივიდა მაგრამ არ დაიზაროთ და გთხოვთ თქვენი აზრიც კი საინტერესო იქნება ჩემთვის. ასევე ვაპირებ აშშ-ში არის ადვოკატი და მასთან სკაიპით კონსულტაციის აღებას, მაგრამ მოგეხსენებათ ფასიანია სადღაც 200$ მდე ჯდება საათი და აზრი აქვს თუ არა ამ ფულის დახარჯვას თავიდანვე. მადლობა ყველას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ikandro
Crazy Member
ჯგუფი: Members
ikandro
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4422
წევრი No.: 70083
რეგისტრ.: 11-August 08
#44382659
· 22 Apr 2015, 10:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rusoruso83
საქართველო ის ქვეყანაა სადაც ყველას შეუძლია ყველანაირი სბუთის გაკეთება, ესე რო იყოს როგორც შენ ამბობ სასამართლოს რო აგებ და ამერიკა თავშესაფარსგაძლევდეს არაა ეგრე მარტივად...
აი ამერიკის ვიზას რო აიღებ და ჩახვალ ამერიკაში აი მანდ გაერკვევი ყველაფერში, ადვოკატიც კარგ ისტორიას მოგიფიქრებს მააგრამ ძნელად იძლევიან თავშესაფარს.[
b]celica[/b]
რამდენი წლის იყო შენი ძმაკაცის და? რამდენი ქონდა ხელფასი და ტურისტულით მიდიოდა?
--------------------
Last Bus...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rusoruso83
Super Member
ჯგუფი: Registered
rusoruso83
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 408
წევრი No.: 152449
რეგისტრ.: 27-July 12
#44382882
· 22 Apr 2015, 11:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ikandro
ერთი სასამართლო მოუგე შსს-ს და დავადასტურე სასამართლოს გადაწყვეტილებით რომ ნამდვილად რომ მუშაობდა შსს-ში და იქ რომ დაიღუპა. ანუ მეორეს ველოდები გადამწყვეტია თუ მოვიგე ამერიკაში მხოლოდ სამოგზაუროდ წავალ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Fremd
Super Member
ჯგუფი: Registered
Fremd
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 213
წევრი No.: 47700
რეგისტრ.: 24-November 07
#44383871
· 22 Apr 2015, 13:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს ამერიკის ვიზაც მივიღე
გესტუმრებით ნიუ იორკში
+
--------------------
life isn't about waiting for the storm to pass,
its about learning how to dance in the rain``
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ikandro
Crazy Member
ჯგუფი: Members
ikandro
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4422
წევრი No.: 70083
რეგისტრ.: 11-August 08
#44384040
· 22 Apr 2015, 13:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Fremd
გილოცაავ!
ტურისტული?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მოგზაურთა კლუბი
|
იქით
»
Pages:
(119)
[1]
2
3
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0443 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.