#44877218 · 14 Jun 2015, 13:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
908 ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ორგნით რებულნი, - სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, - შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი. 909 პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; გამოჰრიდნა ვეფხმან გული, - დედათა-მცა გამოჰრიდნეს! - ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს. 910 ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: "არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!" ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა. 911 ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა. 912 რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე; სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლთა ვჰღვრიდე!
გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები და ვერას დაგაკლებთ კომბოსტოზე გაზრდილი კატა
|