ევროპარლამენტმა გუშინდელი კენჭისყრით, მხარი დაუჭირა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანას, თუკი რუსეთისთვის მისი ჩატარების უფლების მინიჭების უკანონობა დადასტურდება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ევროპარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიესალმებიან ფიფა-ს აუდიტის კომისიის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ კორუფციული დარღვევების გამოვლინებამ შესაძლოა, ჩემპიონატის რუსეთიდან გადატანა გამოიწვიოს.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის ამერიკელი და შვეიცარიელი გამომძიებლები ფიფა-ს ფუნქციონერებს შორის კორუფციის საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. ამ სკანდალის გამო დატოვა თანამდებობა ფიფა-ს პრეზიდენტმა ბლატერმაც.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/33...iigho.html?ar=Aრატო ერევიან ევროპალიტიკოსები სპორტში?
რავარი კითხვაა, ჰა?
განსაჯეთ ობიექტურად და მიუკერძოებლად, არ აგინოთ ნაცებსა და ქოცებს, ევროპა და პუტინზე კი ხსნილია.
This post has been edited by 7171 on 13 Jun 2015, 21:58