ვინმეს რომ მოუყვე არ დაიჯერებს ისეთი ისტორიაა", - წერს ზუკა მახარაშვილი სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში ვეფხვთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტი ვრცელდება.
"იუთუბზე დაიდო ტელევიზიით გუშინ გადაცემული სიუჟეტი - ლაგუნა ვერეზე ობიექტების მეპატრონეთა მოთხოვნა, გვამები მოგვაშორეთო. 0:43-დან ჩანს სწორედ ვეფხვი, რომელმაც დღეს კაცი დაგლიჯა.
ჯერ ხომ არ შეამოწმეს, მკვდარი იყო თუ არა, შეხედვა იკმარეს. მერე, არა და არ გაიტანეს.
თუმცა მეპატრონეებს მაინც არ უნდა გაეღოთ საწყობი. მართალია, სადაზღვევოს წარმომადგენლებთან ერთად შევიდნენ ზარალის შესაფასებლად, მაგრამ ხომ იცოდნენ, რომ მხეცის გვამი იქ იყო. რატომ უნდა დაეძრათ მტაცებლის ლეში ჩვეულებრივ საწარმოში დაქირავებულ ადამიანებს? საფრთხის გარდა, ვთქვათ და იქნებ გვამი გადაეგდოთ ისე, რომ ვერავის ეპოვა და მერე თავი უნდა ემტვრია მთელ ქალაქს, ვეფხვი თავისუფალია თუ არაო.
ამ ხალხმა წინა დღით ტელევიზიით კი გამოაცხადა, მოგვაშორეთ ცხოველებიო, და ალბათ მიიჩნიეს, რომ მოვალეობა მოიხადეს, მაგრამ ეტყობა არც მათ და არც ჩვენ კიდევ არ გვჯერა ბოლომდე, რა არის ქართული უთავბოლობა და რამდენად საშიშია ის", - წერს "ფეისბუქში" გელა გურგენიძე.
ესეც სიუჟეტი:
This post has been edited by lasa on 18 Jun 2015, 01:18