#44883275 · 15 Jun 2015, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"გალფი" აღდგენითი სამუშაოებისათვის მერიას 10 ტონა საწვავს აჩუქებს!
კომპანია "გალფი" აღდგენითი სამუშაოებისათვის თბილისის მერიას საჩუქრად ათ ტონა საწვავს გადასცემს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს. მათივე განმარტებით, "გალფის" თანამშრომლები ამ წუთებშიც სრულად არიან ჩართული სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში.Auto Bild
კომპანიაში განმარტავენ, რომ 13 ივნისის ღამეს "გალფის" ავტოგასამართი სადგურებიდან, რომლებიც სტიქიის ზონაში მოხვდა, ადგილი არ ჰქონია საწვავის გადინებას.
"უსაფრთხოების ზომების დაცვა მოხდა დროულად და ადგილობრივი მოსახლეობას საწვავის დაღვრით გამოწვეული საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ კომპანიაში.
|