მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
პრემიერმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.
როგორც მან აღნიშნა, წუხელ მომხდარი სტიქიის შემდეგ უკვე 12 საათია გასული.
„სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები. მინდა, მათ ოჯახებს მთავრობის სახელით მივუსამძიმრო. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. ასევე, ვაპირებთ, გლოვის დღე გამოვაცხადოთ. ამისთვის უკვე არსებობს მთავრობის განკარგულება, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, განკარგულებას ხელს დღესვე მოაწერს.
თბილისში წუხელ მომხდარი სტიქიის შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დაკარგულ მოქალაქეს კი ამ დრომდე ეძებენ.
http://www.info9.ge/sazogadoeba/122388-15-...ang=ka-GE%40098
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo