მოკლედ ბოლო 55 წელიწადში მდინარე ვერემ თბილისის ზოოპარკი მეორედ დაანგრია. პირველად ეს მოხდა 1960 წლის 4 ივლისს, მაშინ ცხოველების და ფრინველების უმრავლესობა დაიღუპა, იმიტომ რომ ნახევრად ღია ვოლიერები არ არსებობდა და ცხოველები წყალმა დაახჩო .ბეჰემოთს მაშინც უვაჟკაცია, გამოსულა გარეთ და გადარჩენილა
როდემდე უნდა ანგრევდეს ვერე ზოოპარკს? რატო არ გადაგაქვთ? ადამიანები არ ხართ? რას ერჩით ამ ცხოველებს? ან მომვლელებს, ზოოპარკის სამი თანამშრომელი შეეწირა ამ ტრაგედიას!
არსებობს მერიის გადაწყვეტილება თბილისის ზღვაზე ზოოპარკისთვის 50 ჰექტარი ფართობის ტერიტორიის უზურფრუქტით გადაცემასთან დაკავშირებით...ეს იყო 2014 წელს...
მერე თქვეს, რომ 50 ჰექტარზე ზოოპარკის აშენებას 100-დან 500 მილიონი ევრო უნდაო (რათ უნდა ამდენი???? შინ ხომ არ გაქვთ?)
და, ზღვაზე რაღაცა " სამეცნიეირო და კონსერვაციული ზონასავით" გახსნეს ...
ტენდერი გამოცხადდებაო, ჩაიშალა, მერე 2018 წელს იქნებაო..ჩემი ფეხები....ახლა მაინც არ გადაიტანთ? ველურებო?
ცოდოა ეს ცხოველები ამ ქალაქის ხელში!
ან გააუქმეთ ზოოპარკი საერთოდ და შეეშვით ცხოველებს
2015 წლის 14 ივნისი , თბილისი







1960 წლის 4 ივლისი, თბილისი
This post has been edited by guriaaa on 14 Jun 2015, 18:12