გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩემი აქტივობა ამ ფორუმზე შემცირდა..მაგრამ მუსიკა რათქმაუნა ისევ რჩება ჩემი ინტერესის სფერო. ამ პერიოდმაც ფუჭად არ ჩაიარა. ბევრი ინდი, ალტერნატის , პოსტის და ა.შ მოსმენას (სოკოებივით მრავლდებიან) ცოტახანი შევეშვი და დავინტერესდი მსოფლიო მუსიკით. ვუსმენდი ჯგუფებსა და ბენდებს ბრაზილიიდან, აფრიკიდან, სხვადასხვა ქვეყნების ფოლკს და ა.შ.
მათი დახმარებით მეორე სუნთქვა გამეხსნა და გადავწყვიტე გავხსნა თემა. (ძებნა განვახორციელე და მემგონი არ არის ეს თემა, ხოლო თუ ანალოგი არსებობს გთხოვთ ეს მიუერთოდ წინამორბედს)
პირველს რასაც გთავაზობთ არის მშვენიერი ბენდი მალიდან. ამადოუ და მარიამი არიან ცოლ-ქმარი და გარდა ამისა ორივენი არიან ბრმები. ეს მომენტი რათქმაუნდა მათ არ უშლის ხელს საინტერესო მუსიკის შექმნაში

მოღვაწეობენ უკვე დიდი ხანია, კერძოდ კი 80 წლებიდან. მათ მუსიკა იმდენად მრავალფეროვანია რომ დააკმაყოფილებს ბლუზის მოყვარულიდან ფოლკის მსმენელის ჩათვლით ყველას.
მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და შემოგთავაზებთ მათ ბოლო ალბომს welcome to mali
აქვე მინდა ავღნიშნო რომ ბოლო წლები ჯგუფი თანამშრომლობს blur-ის სოლისტ damon albarn თან. ამ ალბომის პროდიუსერიც გახლავთ ალბარნი.
Welcome to Mali