პეტრო პოროშენკო - უკრაინა ხედავს მეგობარი საქართველოს გასაჭირს
11:56 15-06-2015
პეტრო პოროშენკო - უკრაინა ხედავს მეგობარი საქართველოს გასაჭირს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართველოს დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, მზად არის, გაუწიოს დახმარება ქართველ ხალხს წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლაში.
"უკრაინა ხედავს მეგობარი საქართველოს გასაჭირს და მზადაა, ქართველ ხალხს საჭირო დახმარება აღმოუჩინოს" - წერს პოროშენკო. მისივე თქმით, ის უსამძიმრებს სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. საქართველოს დახმარების მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმაც.
ნუ ახლა, აქაური პეროიანებივით სირზე კი არა და...მკლავზე ლენტები არ შეუბიათ...
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...