პირველ რიგში არ ვიცი ეს თემა აქ უნდა გამეხსნა თუ პოლიტგანყში, თუ რამეა დახურეთ მაგრამ მე მაინც მინდა ამ საკითხზე ხალხის აზრის მოსმენა.
დაახლოებით 1 წელია ეს კითხვა მაწუხებს რატომ არავინ ფიქრობს (თუ ფიქრობს არ ახორციელებს) რომ ხევსურეთში იყოს 12 თვიანი გზა?
რატომ ცდება ამხელა რესურსი უქმად?
ადგილი სადაც ზამთარი 6 თვეს გრძელდება რატომ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ ზაფხულში, ძნელი დასაჯერებელია რომ ამხელა ალპურ ზონაში ვერ გააკეთებ სათხილამურო კურორტებს, freeride ზონებს, გუდაური და ჰაწვალი გადატენილია ხოლმე ექსტრიმის მოყვარული ტურისტებით, ვერავინ დამაჯერებს რომ ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ხევსურეთზე არ იქნება მოთხოვნა.
ეს ერთი იდეა დავწერე (დანარჩენებს მერე გაგიზიარებთ თუ სურვილი გექნებათ).
რა პლიუსებს ვხედავ ამ იდეის განხორციელებაში:
1) ტურისტების რაოდენობის გაზრდა
2) ხევსურების ხევსურეთში დაბრუნება
3) თბილისში მანქანების რაოდენობის შემცირება
და ა.შ
გზა და 1 სათხილამურო კურორტი გაკეთდეს და ხალხი თვითონ იზრუნებს მერე გესთჰაუსების, მაღაზიების და სხვა საჭირო რესურსების მიწოდებაზე..
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აბა დაწერეთ ვინ რას ფიქრობთ ამ საკითხზე