რას იტყვით მგონი ცუდი წამოწყება არაა
იდეა მდგომარეობს შემდეგში: ყოველი თვის გარკვეულ რიცხვში, დავაწესოთ ფეხით და საზ.ტრანსპორტით, მათ შორის ველოსიპედებით სიარულის და მანქანებზე უარის თქმის დღე.
ანუ, წინასწარ გამოვაცხადებთ ყოველი თვის გარკვეულ რიცხვს, და ამ დღეს ყველანი დავტოვებთ მანქანებს სახლში.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მობილიზაციისა და ამ იდეის განხორციელებისთვის, ეს დღე გარკვეული დროით ადრე გამოვაცხადოთ და ამით ამ იდეის შესახებ ხმის ხალხამდე მიღწევას უფრო მეტი დრო მივცეთ - შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ კამპანიაში.
ამით, ჩვენ გვინდა დავნერგოთ ახალი კულტურული ტიპის წესი და გარკვეულწილად თბილისური ტრადიცია, რომელსაც ექნება ყოველთვიური სახე და რომელსაც სახელად დავარქვით "უმანქანო თბილისი".
როგორც უკვე ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "უმანქანო თბილისი"-ს დღე გამოცხადდეს გარკვეული დროით ადრე და არა 2-3 დღით ადრე.
პირველი, ექსპერიმენტალური მცდელობისთვის არ ავირჩიეთ მაინცდამაინც სამუშაო დღე, რადგანაც ვფიქრობთ, რომ დასაწყისისთვის კარგი იქნება, თუ უქმეს მოვსინჯავთ.
მაშ ასე!, პირველი "უმანქანო თბილისი" - 28 ივნისი!
გთხოვთ, მაქსიმალურად გავავრცელოთ და მოვდოთ ეს ხმა მთელ თბილისს!
https://www.facebook.com/events/868822899855685/ This post has been edited by quattro on 23 Jun 2015, 12:50