ნიუ იორკის წმ. ნინოს ქართული მართლმადედებლური ეკლესიის დამაარსებლისა და მოძღვრის მამა ალექსანდრეს /თანდილაშვილი/ მიმართვა:
+ + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + +
"ქრისტესმიერნო დანო და ძმანო,
ნიუ იორკის წმ. ნინოს ქართული მართლმადედებელი ეკლესიის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ თბილისში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას.
ასევე შეგახსენებთ რომ წმ. ნონოს ეკლესიაში იწყება თანხების შეგროვება ამ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. მოვუწოდებთ ჩვენს მრევლს და ასევე ყველა გულშემატკივარს რათა გულთან მიიტანონ ამ სტიქიით დაზარალებულთა ტრაგედია და შესაბამისად გაიღონ დახმარება. თანხის მოტანა შეგიძლიათ როგორც ეკლესიაში, ასევე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
St. Nino Georgian Orthodox Church
York P. O.Box 351160
Brooklyn,NY 11235
ჩეკი ან მანი ორდერი გამოწერეთ ეკლესიის სახელზე და მიაწერეთ "სტიქიით დაზარალებულთათვის"
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიჰმართოთ ჩვენი ეკლესიის მრევლს, ქალბატონ ლელა ჭელიძეს - (347) 447-7958, რომელიც უხელმძღვანელებს ამ საქველმოქმედო ღონისძიებას.
უფალმა დაგლოცოთ.
/ალექსანდრე თანდილაშვილი/
ვინც ამერიკაში ხართ და ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ დახმარების.
This post has been edited by lasha1997 on 16 Jun 2015, 05:49