არ ვიცი თემიდან გამომდინარე ერთ-ერთი მე ვარ ალბათ,)თუმცა სულ ერთხელ მქონდა მსგავსი შემთხვევა.ბევრია ჩემს გარშემო ისეთი ადამიანი,რომელიც დროს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს,ანუ იმას როდის ექნება სექსი იმასთან ვინც ძალიან მოწონს.ერთი პერიოდი მართლა მეგონა, რომ ქართველი ტიპები მსგავს რაღაცეებს მნიშვნელობას აღარ ანიჭებდნენ მაგრამ შევცდი, ბევრ რამეს მივხვდი) ერთი ბიჭი მომეწონა ძალიან ძალიან მაგრად და ძალიან მარტივად,თითქმის მეორე დღეს გვქონდა სექსი,იმიტომ რომ ასეთი სურვილი არასდროს განმიცდია და + ეს ტიპი შორიდან საკმაოდ დიდხანს მომწონდა უბრალოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს.
2-3 კვირა მიდიოდა ჩვეულებრივ ყველაფერი ძალიან კარგად,მერე უკვე წავიდა ფრაზები რა თქმა უნდა რომ სერიოზული ურთიერთობები არუნდა) და თანდათან უკვე იმასაც მივხვდი რომ სულ კი არ "დამახვევინა" უბრალოდ მაინც გაავახსენდებოდი ხოლმე რა ხანდახან )ნუ ეგრეც მოხდა.რამდენჯერ ვცადე ჩემი ცხოვრებიდან მაგ ადამიანის ამოშლა მაგრამ არ გამოვიდა,მაინც რეკავდა მკითხულობდა.სადმე რო გადამეყრებოდა რაღაც უაზრობებს მეუბნებოდა ვერც მე გავიგე რას

და ისიც უკვე დაღეჭილი თემაა რომ ძალიან ვუყვარვარ როგორც ადამიანი და ძალიან საყვარელი ვარ.უბრალოდ ბოლოს როცა ვთხოვე რომ აღარასდროს მომწერო თქო,ნახევარ საათში ისევ ზარი შემოვიდა,მივედი თუ არა სახლში და მსგავსი სისულელეები.
ისიც ვიცი რომ დებილი გოგოსავით მოვიქეცი და შეგიძლიათ ეგ არ დაწეროთ)
ყველაზე ცუდი ის არის რომ უზომოდ მესაკუთრეა და ამდენი იმიტომ ვწერე რომ ბოლოს მეთქვა,სინამდვილეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,როდის მქონდა მასთან სექსი,ვიყავი თუ არა ქალიშვილი.ერთხელ მითხრა შენ ჩემი ცოლი იმიტომ ვერ იქნები რომ ქალიშვილი არიყავიო) ნუ მოაყოლა ამას რომ იხუმრა და ეგეთი ტიპი არაა,მარა სამწუხაროდ უკვე ვეღარ დავუჯერე) მერე ვიღაც გოგოს არსებობის შესახებ გავიგე და ის რომ თქვა რო ძაან ვუყვარვარ და ქალიშვილი იყოვო საერთოდ რა მეთქვა არვიცოდი.
მეც ძალიან მიყვარს,მგონია რომ ყველაზე ძალიან საერთოდ,ვისაც შეიძლება უყვარდეს.უბრალოდ ალბათ ჩემი დაუფიქრებლობით გავაფუჭე ყველაფერი.
ახლა გავიგე რომ (ეს გოგო სხვაგან ცხოვრობს) როცა ჩამოდის ერთად ცხოვრობენ,ამ გოგოს უთქვამს როგორც იქნა სიყვარულიც ამიხსნაო და მოკლედ მე საერთოდ ვისთან ვარ.ან ვის რა იმით რომ კარგი ადამიანი ვარ?) საბოლოოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან ეგ ადამიანი,როცა ეგ ყველაფერი მივწერე და ვინ გითხრა მომწერა)
არ ვიცი ჩემთან რატომ არ არის,შეიძლება სხვა მიზეზებიც არის.უბრალოდ ბევრი რამის მერე გულში ჩამრჩა ის შეგრძნება რომ თავიდანვე მე გავაფუჭე ყველაფერი.
უბრალოდ მაინტერესებს მართლა ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ყველაფერს?