ამ რამოდენიმე დღის წინ ერთი არგუმენტი წავიკითხე რომელიღაც თემაში.
ადამიანი 7 მილიარდია, ვეფხვი და ლომი ნაკლებიო და იმათი დაცვა უფრო მნიშვნელოვანიაო.

საინტერესოა, ჩვენ სისულელეს უდფრო ხშირად ვავლენთ თუ გენიალობას?
ისე კი ერთი ცხადია, ძალიან ბევრი ამ ორს ერთმანეთისგან ვერ არჩევს.
კარგს და გლახას;
მტერს და მოყვარეს;
სატკივარს თუ სასიხარულოს;
სარეკლამო თუ გლოვის დროს;
თუ გვიჭირს, იქ გაწკეპილი ტუფლებით პოზიორობა რომ ტეხავს, მინიმუმ იმიტომ, რომ ვინმე დაგწვავს და შეგარცხვენს, ამას უნდა ხვდებოდეს კაცი. რომც ვერავინ შეგნიშნოს, სინდისის წინაშე უნდა გვრცხვენოდეს.
უნდა ვიცოდეთ რის გაკეთება აჯობებს და რით ჯობია იხეირო...
ეტყობა არ ვიცით.
სახლების აშენება ფულის ჩასაჯიბად მოსალოდნელი მსხვერპლის რისკით რომ არაკაცობაა, ამას უნდა ვხვდებოდეთ.
ანუ ფულს სუნი რომ უდის, უნდა ვხვდებოდეთ.
ღალატის სუნი;
არაკაცობის სუნი;
ქარაფშუტობის სუნი;
გადაგდების სუნი;
ბოზობის სუნი;
კორუფციის სუნი;
დაუმსახურებელი პრემიის სუნი;
შენი ქვეყნის გაყიდვის სუნი;
მომხვეჭელობის სუნი;
მთავარი როცა წარმატებაა, მხოლოდ პირადი წარმატება, იქ სუნს ბევრი რამ კარგავს.
ასეთ ცხოვრებაში რა გემოს ატანს ეს ხალხი, ვერ გამიგია რა...
როგორ უნდა ცხოვრობდე ასე გემრიელად უგემურობით?
დასასრულ გისურვებთ მხოლოდ სიხარულის ცრემლს. ასეთი ცრემლი როცა განუცდია ადამიანს, იმის უხეირობის უფრო მცირე შანსია...
This post has been edited by omerta on 17 Jun 2015, 12:51