თემამ წერად ამიტანა:
ხორბალი და სარეველა...
გონიერი მთესველი გულმოდგინედ გაწმენდს საყანეს და მერე თესავს ხორბალს.
სადედე ხორბალში სარეველას თესლები შეჰყოლია წინა მთესველს..
წინა მთესველს ენდო უგუნურად, რადგან დაივიწყა --- ენდე, მაგრამ შეამოწმეო....
ამოიწვერა ნათესი და იმძლავრა სარეველამ, ხორბალს შეუტია --- შენ აქ რამ მოგიყვანაო?
რა უნდა ჰქნას მთესველმა?
რჩება მოსავლის გარეშე და უეჭველი შიმსილი ელის წინა მთესველივით.
დაადგა და სათითაოდ დაიწყო ძირკვა სარეველების, რადგან მწიფობისას ასმაგად იმრავლებდნენ და აღარც დასათესი ხორბალი შერჩებოდა სამომავლოდ...
მანამდე კი --- ძუნწი და სასტიკი მევახშისგან მოუწევდა სესხება თავის გასატანად და მერე ვალების სახდელად მისჯილს ტვირთი უმადლოდ დაუმძიმდება...
და თუ ვერ ზიდა მისმა ტვირთმძიმე მხრებმა ეს კაბალა და ვალის მონად იქცა?
რა ჰქნას?
ახია ჩემზეო!... უშველის?
მხოლოდ მოყვასთა თანადგომა უშველის, თუ თავადაც შველოდა მათ ჭირვებისას!
იცოდა და მაინც შეცდა უგუნურ ნდობაში.
მაგრამ.... --- ვალი გვადევს დაბადებითგანვე თანადგომისა, რადგან ,, მარტო კაცი ჭამაშიც ბრალიაო..''
უკვე ბრალდებულია, რადგან მარტო ჭამს და სუფრის გამზიარებელი აღარა ჰყავს ,,სარეველების მთესველივით''...
განა შემომქმედმა ვალად და ვახშად მოგვცა სიცოცხლე?
დედამიწა ყველა თავისი სიმდიდრე-ნაყოფნით ვალად მოგვცა და სასტიკად დაგვბეგრა?
უზომო სასყიდელი დაგვიწესა, რათა ვერ შევძლოთ ხდა და მევახშეთა მონებად ვიქცეთ?
ვინ დააწესა ეს წესნი და რიგნი --- უსამართლობანი სამართლიანობის სახელით?
სარეველასაც აქვს არსებობის უფლება?
კი!
და რატომ?
ყოველივე დედამიწაზე ხომ ღვთისქმნილია და რაზედ ქმნა სარეველის თესლნი?
რაზედ მიანიჭა სარეველას ასეთი უნარ-თვისებები?
არის სიტყვა პასუხისმგებლობა და მოვალეობა მიბარებულზედ!
რატომ?
მტერ-მოყვარის საცოდნელად!
თუ სარეველა ამას იქმს ყანაში და ოფლიან მშრომელს არ პატიობს უმცირეს არხეინობასაც --- რა ელის იმას, ვინც მიაღწევს მეცნიერების, ტექნოლოგიების და ტექნიკის მზარდ შესაძლებლობებს და იქაც შეჰყვება სარეველები?
აბა არაა --- ,,შეყოლილი სარეველა'' მასობრივი მოსპობის იარაღთა შექმნა და გამოყენება?.... ომები.
რა სისტემა ქმნის ამ ყველაფერს --- რატომ, რისთვის და ვისი, რისი კარნახით?
თეისტისთვის: ღმერთის, თუ სატანის?
ათეისტისთვის: კეთილშობილ ადამიანთა, თუ გაბოროტებულ შურ-მოძულე ხარბ ადამიანთა?
აბა ვიღაა ნელთბილი?
ვინაა ის, ვისაც --- ,,ბაბაიაც უნდა და ჩიჩიაც'' ?
კაცია ადამიანი?
სადაა ამ უმთავრესი სარეველის სათავე ბუდე და მისი არსი რაშია?
სადაა ამ შეცდომის სათავე?
აბა რაზედ ებრძვიან სარეველებს?
მუდამჟამს იფხიზლეთო!
რატომ?
ვინ გვემუქრება და რისთვის, რა სურს?
სურვილების ცხენების რემა...
ყველა მის წევრს სურვილისამებრ სურს ჭენაობა.
შენ კი ერთი ხარ!
სურვილები მზარდი ათასი...
რომელია ნამდვილი სურვილი, რომელიც ნამდვილ ტაძართან მიდის?
ტაძარი თავადა ხარ!
რა მწველი სურვილი გინთია ამ ტაძარში?
როდესაც მონები გსურს --- მონობის სურვილთა ავაზაკი მონა ხარ!
როდესაც უსამართლოდ ჩაგრავ --- დესპოტიზმის სურვილთა ამპარტავანი მონა ხარ!
როდესაც უმდიდრესი გსურს იყო --- სიხარბის მონა ხარ და ადამიანთა მძარცველი.
მონები სურს შემომქმედს?
მონას უყვარს დამმონებელი?
შიში შეიქმს სიყვარულს?
იქნებ სიძულვილს?
ღვთის სიყვარული სატანისადმი სიძულვილია?
სატანას უყვარს ღმერთი?
იცის და ძალუძს მას სიყვარული?
პატიოსნად მშრომელ და განათლებულ ადამიანს სძულს ზარმაცი და უქნარა ადამიანი?
უყვარს?
კი!
გუგულის ბარტყი უყვარს გამზრდელს?
კი!
რატომ?
არ ძალუძთ სიძულვილი თანადგომისას?
ობოლო: ვის მოჰკლავო?... და ვინც გამზარდაო...
რატომ, რას ერჩის უმადურად მისსავე კეთილისმყოფელს?
ავს რატომ უყვარს სიავე და სძულს სიკეთე?
სადაა შეცდომა დაშვებული?
არსადაა შეცდომა დაშვებული!
ყველაფერს ჰყავს თავისი ,,მამა-მარჩენალი''!
ნათელი და ბნელი.
ღმერთი და სატანა.
თეისტ-ათეისტი და ნელთბილი.
ყველაფერს აქვს ზუსტი პასუხი და მას მუდმივად მზარდი ჭეშმარიტება ჰქვია, რადგან ,,ყოვლისმცოდნეობა''
ცნობიერების სპირალური კიბის საფეხურებზე --- საფეხურის შესაბამისია!
კოსმიური უსარულო სივრცე --- ჭურჭელია მზარდი სამყაროსათვის.
ჭურჭელი ,,თავისებურად'' ეწინააღმდეგება ,,ჩატვირთვას''.
უნდა, არ უნდა --- ბნელი ნათლდება, მიუხედავად წინააღმდეგობისა.
ამიტომაა --- ,,ძლევაი საკვირველი'', რამეთუ ,,ბოროტსა სძლია კეთილმან --- არსება მისი გრძელია!''
ნათლის სამყაროდან შემოდის ამ კოსმიურ სამყაროში ზესამყაროთა განზომილებანი!
მიმაგრებული სურათი