,,ცრუსნაცი-2'' და ნაცსექტა უნდა დამთავრდეს!
ადამიანთა სისხლზე და ძვლებზე სატანისტური როკვით ვერგამძღარი სააკაშვილის ,,რ-2", 13 ივნისის ტრაგედიაში სააკაშვილის რეჟიმის აშკარა დანაშაულის მისაჩუმათებლად, აწარმოებს უპრიმიტიულეს, მაგრამ დაზაფრული ხალზე ზემოქმედებისთვის საკმაოდ ეფექტიან ,,გადაფარვის სპეცოპერაციას''!
დიახ, ,,რ-2", ნაცების დავალებით, ცდილობს აქცენტები გადაამისამართოს და ხალხში ტოტალური პანიკა დათესოს, ერთი, სათვალავიდან გამორჩენილი ვეფხვის გამო, რომელმაც დღეს, სამწუხაროდ, ადამიანი დაგლიჯა!
რა თქმა უნდა, 13 ივნისის ტრაგედიით, თანამშრომლების დაღუპვითა და ხელიხელსაგოგმანებელი ზოოპარკის განადგურებით შოკირებული დირექტორი უხეშად შეცდა, როდესაც ის ავადსახსენებელი ვეფხვი დაღუპულად მიიჩნია, მაგრამ იმას, რასაც ეს სიბილწე, სახელად ,,რ-2" აკეთებს, ერთადერთი რამ ჰქვია - ,,საინფორმაციო ტერორი"!
და თუ ამ ნაცბორდელის მაღალანაზღაურებად პუტანებს დაავიწყდათ, როგორ ,,ზრუნავენ" ისინი ხალხის უსაფრთხოებაზე, ადვილად და მეხსიერების განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე, შევახსენებ:
სხვა რომ არაფერი გავიხსენოთ, სწორედ, სააკაშვილის ,,ჯიბის რ-2"-ის დამსახურებით, 100-ობით ადამიანი დაიღუპა, აწამეს და გააუპატიურეს, ათასობით შიშველ-ტიტველი დარჩა 2008 წლის 9 აგვისტოს წარმოებული დანაშაულებრივი პროპაგანდით, საქართველოს სამთავრობო ჯარები ჯავამდე ტერიტორიას აკონტროლებენო, მაშინ როდესაც მტერი უკვე ცხინვალსა და მის შემოგარენში იყო შემოჭრილი!
დიახ, ,,რ-2"-ს თავისი პატრონის - ავადმყოფი ,,ჯიბის ფიურერის" კრახი რომ დაემალა, ათობით ათასი ქართველი გაწირა და არ გააფრთხილა, სასწრაფოდ გამოეცალეთ მაქაურობასო!
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქში პანიკის დასათესად, ამა თუ იმ ადგილას მტაცებლების ,,აღმოჩენის" ცრუ განგაშს სწორედ, ნაცები თესავენ!
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ისედაც გაჭირვებულ და საინფორმაციო ტექნოლოგიების აბსოლუტურად უცოდინარ ხელისუფლებას (რაში უხდიან უზარმაზარ ხელფასებს თავის უმაქნის პიარ-სამსახურებს!!!) ისევ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უანგაროდ!
სააკაშვილის ნაცბანდა და მისი დანაშაულებრივი ,,ცრუსნაცი-2" უნდა დამთავრდეს!
არ უყუროთ ,,ცრუსნაცი-2"-ს - ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა!
ხელისუფლებავ, საყოველთაო ბოიკოტი - ,,რუსთავი-2"-ს!
სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება როგორც 13 ივნისის ტრაგედიაში ნაცსექტის დანაშაულის, ასევე მოსახლეობაში პანიკის დათესვის გამო!
ამ ნაგვისგან და ტალახისგან, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ ვერის ხეობა, არამედ მთელი საქართველო უნდა გაიწმინდოს!
მეტროებთან დადექით და ფანდურზე დაუკარით . არის ჩემხელა თემა უკვე მაგაზე . (c) NikoloZoid