ვინ სად წავა არავინ იცის
და არც არავის ეცოდინება სანამ უფალი არ გადაუწყვიტავს როცა მის წინაშე წარდგება
იქამდე კი სულიერად სუფთა ხარ თუ არა ამას როგორმე შენ თვითონ მიხვდები როცა გულში ჩაიხედავ. სულ მარტივად რომ ვთქვათ - თუ ხარ შინაგანად თავისუფალი, ლაღი და ბენდიერი, ალბათ სულიერად სუფთა ხარ. თუ არა, რაღაცები ამძიმებს შენს სულს.
თუმცა თუ ღმერთთან ურთიერთობა არ გაქვს, ვერასდროს გაიგებ სად დგახარ. ჯერ უნდა მიუახლოვდე მიზანს და მერე დაინახავ მიზანთან რამდენად ახლოს დგახარ. თუ სულ აიგნორებ ღმერთს და მასთან ურთიერთობა არ გაქვს - ვერასდროს მიხვდები შინაგანად რამდენად ახლოს ხარ ღმერთთან.
რეალურად ყველაზე სუფთა ბავშვობის ასაკში ხარ ალბათ. მერე ზრდასთან ერთად "ბინძურდები" - იზრდები, სურვილები გიჩნდება, მერე ამ სურვილების შესრულებაზე ზრუნვას იწყებ და ცხოვრებისეულ ჭაობში ეფლობი. ნელნელა და შეუქცევადად. ამიტომაა საჭირო ლოცვა, მონანიება და ღმერთთან ურთიერთობა - ცხოვრების გზაზე აკიდებულ ჭუჭყს მოგაცილებს და მუდმივად გაგასუფთავებს და ყოველთვის იქნები ლაღი და თავისუფალი.
ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი - გაიხსენე როგორი იყავი ბავშვობაში, მაგალითად როცა იყავი 5 ან 6 წლის. რას ფიქრობდი, შინაგანად როგორ გრძნობდი თავს. მერე აიღე და შეადარე შენს ახლანდელ მდგომარეობას - როგორი ხარ შინაგანად, რა ფიქრები გაქვს, რა მიზნები, რისკენ ისწრაფვი და ა.შ. ამ შედარების ფონზე ადვილად მიხვდები რამდენად სუფთა ხარ
This post has been edited by ლლევ on 18 Jun 2015, 12:57