ტრაგედია თბილისში- რა აცეკვებდა ბათუმში აჭარის მთავრობის მეთაურს? (ფოტო)
დღეს, 10:15 · ამობეჭდვა
16 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, აჭარის მთავრობამ ბათუმელი მოცეკვავეების ვარსკვლავები გახსნა. გაიმართა ანსამბლ "ხორუმის" საანგარიშო კონცერტიც. ვარსკვლავის გახსნა ქორეოგრაფებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ქალაქის მერმა გიორი ერმაკოვმა მიულოცეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებს უკვე მოჰყვა ბათუმელების უარყოფითი შეფასება. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ვარსკვლავების გახსნის ცერემონიის გადადება შესაძლებელი იყო. კონცერტის და ვარსკვლავების გახსნის პარალელურად დღეს ბათუმში თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები გაგზავნეს, ასამდე ბათუმელი მოხალისე კი თბილისში გეგმავს წასვლას.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=49557
This post has been edited by sony2005 on 17 Jun 2015, 13:58
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)