ფაქტი დავაფიქსირე და როცა ატყდება ერთი ამბავი შემდეგში იხდიან ბოდიშს. სხვებსაც გადაუხხდიან ვინც დააჯარიმეს? ეგ ქალი ამ ერთით არ დაკმაყოფილდებოდა
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ekhsnebath.htmlზოოპარკთან, სტიქიის ადგილზე "სითი-პარკის" მიერ დაჯარიმებული მანქანების მფლობელებს ჯარიმები მოეხსნებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, "სითი პარკმა" ზოოპარკთან რამდენიმე მანქანა დააჯარიმა. ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილია, თუმცა მერმა დასძინა, რომ ეს იყო მხოლოდ "სითი პარკის" ერთი თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედება.
"ზოოპარკთან დააჯარიმეს მანქანები, ჩვენ მივიღეთ ამაზე ინფორმაცია. ეს იყო "სითი პარკის" ერთი თანამშრომლის მიერ განხორციელებული ქმედება და ყველა ჯარიმა, რომელიც გამოიწერა სტიქიის ადგილზე, იქნება გაუქმებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სითი პარკმა" ზოოპარკთან რამდენიმე მანქანა დააჯარიმა.
ძალიან კარგი
This post has been edited by 088 on 18 Jun 2015, 12:40