"თავისუფალი ზონის" წევრი რუსკა მჭედლიძე თბილისსში მომხდარ სტიქიას და ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებებს Facebook-ში ეხმიანება.
"ვიკავებდი თავს პოლიტიკური განცხადება არ გამეკეთებინა ამ ტრაგედიაზე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა!
ამ დროს მიშა რომ ყოფილიყო, ვერეს ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია სტიქიის ზონიდან დაიწყებოდა იმ წამიდანვე!
ამ დროს მიშა რომ ყოფილიყო, სათითაოდ დაივლიდა ყველა დაზარალებულ ოჯახს, მათთან ერთად გაათენებდა და იქნებოდა იმ ტრაგედიის ეპიცენტრში!
ამ დროს მიშა რომ ყოფილიყო, არც ერთი მოქალაქე არ იტყოდა იმას, რომ "მაშველებმა არ მოგვაქციეს ყურადღება"!
ამ დროს მიშა რომ ყოფილიყო, კრიზისების მართვის პრესსამსახური და სამაშველო სამსახური 24 საათიან საგანგებო რეჟიმში იმუშავებდა და არც ერთი თანამდებობის პირი არ იტყოდა დაღამდა ახლა და დილიდან გავაგრძელებთ მუშაობასო!
ამ დროს მიშა რომ ყოფილიყო, დაკარგული ადამიანების ახლობლებს საკუთარი სახსრებით არ მოუწევდათ მათი ოჯახის წევრების მოძებნა!
და ბოლოს! ამ დროს მიშა რომ ყოფილიყო, მე და კიდევ ბევრი აზრადაც არ გავივლებდით იმას, რომ "აუ, ესენი ამ გზას როდის ააშენებენ" გვეფიქრა." - წერს რუსკა მჭედლიძე.
http://www.tzona.org/?post=vikavebdi-tavs-...ainc-unda-vtqvaქალბატონო რუსკა კარგად გვახსოვს სად იყო მიშა რამდენიმე წლის წინ წყალდიდობა რო მოხდა ორთაჭალაში, მაშინაც ხალხი დაიღუპა და თქვენი მიშა ევროპაში შოპინგებზე დადიოდა ასე რომ დღესაც რომ ყოფილიყო მიშა უარესი მოხდებოდა და კაცმა არ იცის მიშა რომელ ქვეყანაში იქნებოდა!!!