
Assassin's Creed Chronicles წარმოადგენს assassin;s creed - ის ტრილოგიას. მწარმოებლების სახით გვევლინებიან Ubisoft Montreal და Climax Studios. გრაფიკულად თამაში წარმოადგენს 2,5D - ს (ანუ 2d ნახევარი

). ყოველ თავს ტრილოგიიდან ექნება საკუთარი ვიზუალური სტილი. ხოლო რაც შეეხებათ პერსონაჟებს - მათაც საკუთარი ქვეყნისთვის დამახასიათებელი საბრძოლო ხელოვნება. ტრილოგიის სამი ნაწილი წარმოადგენს სამ ქვეყანას - ჩინეთს, ინდოეთს და რუსეთს.
ჩინეთი - ტრილოგიის პირველი ნაწილი. მოვლენები ვითარდება 1526 წელს, მინის დინასტიის დაცემისას. მოკლემენტრაჟიან მულტფილმში - Assassin’s Creed: Embers - ში განვითარებული მოვლენებიდან 2 წელი არის გასული. მთავარი გმირის სახით მოგვევლინება პერსონაჟი სახელად შაო დიუნი - ჩინეთის ორდენის უკანასკნელი ასასინი. საბრძოლო სწავლების დასრულების შემდეგ ის წყვეტს დაუბრუნდეს სამშობლოს და იძიოს შური ორდენის დაშლაზე.
ინდოეთი - მეორე ნაილი ეძღვნება სიკქსის იმპერიასა და ბრიტანელ კოლონიზატორებს. ამჯერად მოვლენები 1841 წელს ვითარდება. ნახევარკუნძულს სტუმრობს ტამპლიერების ოსტატი რომელსაც საკმაოდ მნისვნელოვანი საგანი გააჩნია და რომელიც უწინ ასასინების ორდენის კუთვნილებას წარმოადგენდა. მთავარი გმირის - Arbaaz Mir - ის მისიაში შედის გაარკვიოს რა მიზნით ჩამოვიდა ტამპლიერების ოსტატი ინდოეთში, მოიპოვოს ზემოთხსენებული საგანი და აგრეთვე დაიცვას საკუთარი ახლობლები
რუსეთი - უკანასკნელ მოვლენათა თავი სრულდება რუსეთში - 1918 წელს სადაც ეს ეს არის დასრულდა რევოლუცია. მთავარი გმირი - ნიკოლაი არლოვი ემზადება საკუთარ ოჯახთან ერთად რუსეთიდან გამგზავრებისთვის. თუმცა აქამდე მას კიდევ ერთი მისიის შესრულება აკისრია. ის უნდა შეიპაროს ბოლშევიკების მიერ მიტაცებულ სასახლეში და მოიპაროს იქიდან არტეფაქტი რომლის გულისთვისაც ტამპლიერები და ასასინები ერთმანეთს საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ...
გადმოსაწერი ლინკი
...