თავისუფალი ჭიდაობა — ორთაბრძოლის სახეობა, რომელიც სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებს (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და მისთ.) და რომელშიც ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს. თავისუფალი ჭიდაობის თანამედროვე ფორმა ინგლისსა და აშშ-ში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თავისუფალი ჭიდაობა 1904 წელს ჩართეს, ქალებისთვის კი მხოლოდ 2004 წელს. მსოფლიო ჩემპიონატები ამ სახის სპორტში 1951 წლიდან ტარდება, ევროპის ჩემპიონატები – 1928 წლიდან. შესულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაში (120 ქვეყანა).
ბერძნულ-რომაული ორთაბრძოლა (კლასიკური ჭიდაობა) — სპორტული ორთაბრძოლის სახეობა, რომლის ილეთები ეყრდნობა ხელებისა და ბეჭების მოქმედებებს (გამორიცხავს წელს ქვევით მოჭიდებას, ფეხის გამოდებას და მისთ.). ამ ჭიდაობის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბდა საფრანგეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
1896 წლიდან შეტანილია ოლიმპიური თამაშების პროგრამაში, 1904 წლიდან მსოფლიოს, ხოლო 1898 წლიდან კი ევროპის ჩემპიონატებში. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) დაარსდა 1912 წელს და მასში 120 ქვეყანაა გაერთიანებული.
თავისუფალი ჭიდაობა, მთავარი მწვთნელი რევაზ მინდორაშვილი
57 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
61 ბექა ლომთაძე
65 ავთანდილ კენჭაძე
70 დავით ტლაშაძე
74 ჯუმბერ ყველაშვილი
86 ალექსანდრე ამინაშვილი
97 ელიზბარ ოდიკაძე
125 გენო პეტრიაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია.
59 გიზო მელაძე
66 საჩინო დავითაია
71 მინდია წულუკიძე
75 ზურაბ დათუნაშვილი(მედროშე)
80 ლაშა გობაძე
85 მათე სოფაძე
97 მიხეილ ქაჯაია
130 იაკობ ქაჯაია
წინა თემები
ჭიდაობა (post #1643161)ჭიდაობა (II ნაწილი) (post #5523779)ჭიდაობა, III ნაწილი! (post #8695724)ჭიდაობა, IV ნაწილი! (post #13179543)ჭიდაობა - V ნაწილი (post #19576181)ჭიდაობა, VI ნაწილი (post #32242307)ჭიდაობა, VII ნაწილი (post #32355291)ჭიდაობა VIII ნაწილი