ტიპს დაჯე ბეტმობილიც ყავდა
ადიდებულ ვერესთან საეჭვო გარეგნობის მტირალი მამაკაცი შეამჩნიეს, რომელიც ჯდაგუშინ, 14:43
თვითმხილველების განცხადებით, ვერეს პირას მჯდარი მტირალი მამაკაცი სამხედრო სპეცრაზმის მიახლოებისას შავ, ჯავშნიან მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა. ხეობის მკვიდრნი აცხადებენ, რომ აღნიშნული არ ჰგავდა არავის, ვინც იქამდე ენახათ. მათივე თქმით, შავებში ჩაცმულ ახალგაზრდა მამაკაცს ეკეთა მოსასხამი და ნიღაბი. ადგილობრივების ნაწილი უცხო პირის გამოჩენას ბოლო დროს განვითარებულ არეულობას უკავშირებენ.
ჯერ-ჯერობით ოფიციალური სტრუქტურები არ ადასტურებენ, რომ იგი საზოგადოებისთვის სახიფათოა, თუმცა მოუწოდებენ მოსახლეობას, მოერიდონ ბეწვიანი ან ე.წ. "ვეფხვისებრი" სამოსით შემოსვას.
აღნიშნულ მამაკაცს, როგორც ჩანს, სიჩქარის გამო ვერეს პირას პირადი მოხმარების საგნები და დაურეგისტრირებელი იარაღი დარჩა.
შსს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ფოტომასალას ავრცელებს.
წყარო This post has been edited by MRrudd on 18 Jun 2015, 15:47