16 ივნისის სხდომაზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქში ველოტრასის მოწყობის ინიციატივით წარსდგა. როგორც ქვარაიამ დეპუტატებს სთხოვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად შესაბამისი ინორმაციის მოძიება დაიწყონ.
"ერთი თვის ვადა მივცეთ ტრანსპორტის სამსახურს, წარმოადგინოს პროექტი და ამის შემდეგ ვიფიქროთ შესაბამის დაფინანსებაზე, რომ რამდენიმე ქუჩა მაინც მოვაწესრიგოთ და ველომოყვარულებისთვის იყოს გამართული ინფრასტრუქტურა" - დასძინა ქვარაიამ.
საკრებულოს თავჯდომარის ინფორმაციით, შესაბამისმა ჯგუფმა უკვე ჩაატარა მოკვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალაქის ქუჩებში ზოგან შესაძლებელია ველობილიკისთვის ტროტუარის ნაწილის გამოყენება, ზოგან კი სავალი გზის ნაწილის.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის საკრებულოს ველომოყვარული დეპუტატებიც ჰყავს. საკრებულოში იმედოვნებენ, რომ ველობილიკები ქალაქაში მალე იქნება. ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარების იდეას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ველოსიპედი სამსახურამდე მისასვლელ ყოველდღიურ ტრანსპორტადაა ქცეული.
ძალიან გამიხარდა

იმედია განხორციელდება ეს იდეა კარგად

თბილისში მილიონჯერ უარესი სიტუაციაა მანქანების მხრივ,იქნებ ვინმემ იფიქროს ამ საკითხზე
ა ხო,წყარო:
http://goodnews.on.ge/news/936-zugdidis-sa...likebi-moecqoba This post has been edited by filth on 23 Jun 2015, 19:42