http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-dakhvdath.htmlვეფხვის შესახებ ფალიაშვილის ქუჩაზე გამოძახებულ პატრულს არასრულწლოვნების ბოროტი ხუმრობა დახვდათ. როგორც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ფალიაშვილის ქუჩიდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ვეფხვის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა კი გაარკვიეს, რომ არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ.
გიორგობიანის განმარტებით, მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. "რა დავარქვა ამ საქციელს არ ვიცი! მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგრამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან!", - წერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.