მოქმედება ვითარდება ადრიან 60-იანებში, ნიუ იორკ სიტის საზოგადოებრივი მორალის დივიზიის გარშემო.
პოლიციელები მორალისა და კრიმინალის ზღვარზე დადიან, ცდუნება კი ძალიან მძლავრია და ის
მოდის ყველა იმ სახის მანკიერებიდან, რასთანაც შეხება უწევთ.
განგსტერული საგა ფოკუსირებას ახდენს კანონის ორივე მხარეზე.
მოკლედ, ჯერ მარტო ისეთი სახელწოდება აქვს სერიალს, მარტო მაგის გამო უნდა უყურო პირველ სერიას.
მე დღეს ვნახე პირველად თრეილერი და რავი, მაგრად გამისწორდა.
ვერ ვიტყვი რამე სასწაულს ველი მეთქი, მაგრამ იმედია ჯიგრული განგსტერული დრამა დაიდება.
ვინც არის მთავარ როლში ის არის შემქმნელი, სცენარისტი და ორი სერიის რეჟისორი.
ვიზუალურად ძალიან მომწონს. ატმოსფეროც შესანიშნავად იგრძნობა და იმ პერიოდის ნიუ-იორკელთა აქცენტზე ხო ვაბოდებ.
როგორც ჩანს ბევრი პერსონაჟი და ინტრიგები შემოვა.
ამ სერიალზე თქვეს იმდენად მხატვრულად არის გადაღებული, რამდენადაც თრუ დეტექტივი და The Knick-იო.
ანუ 10 საათიანი ფილმი უფრო იქნება ვიდრე სერიალი.
თბილისელი მოდი ბრატ, ჩემი პირველი თემაა ამ განყოფილებაში და გვერდზე მედექი