#44923106 · 18 Jun 2015, 22:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მას შემდეგ, რაც ბიბიმ ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და ფილოსოფოსები მოიმწვანილა (ნუ ეკონომიკის, ხელოვნებისა და ფსიქოლოგიის აღიარებული სპეციალისტი ისედაც იყო), ეხლა გადაწყვიტა არქიტექტურას მიხედოს და არქიტექტორებს ნამდვილი ხელობა ასწავლოს
ივანიშვილი: მე ძალიან ბევრი მიშენებია, შეიძლება, ბევრ არქიტექტორსაც შევეკამათო
“ მე ძალიან ბევრი მიშენებია, თუმცა, პროფესიით არქიტექტორი არ გახლავართ და არც კონსტრუქტორი, მაგრამ შეიძლება, ძალიან ბევრ არქიტექტორსაც და კონსტრუქტორსაც შევეკამათო. დიდი პრაქტიკა მაქვს. მდინარის მილში ჩაგდება, ასეთი მდინარის, მთის მდინარის, ძალიან სერიოზულ კითხვებს იწვევს და, ჩემი აზრით, მე ჩემს აზრს მოგახსენებთ და მე თავისუფლად შემიძლია ეს ვთქვა, პროფესიონალი არ ვარ მით უმეტეს და თავისუფლად, თუმცა, ამას დიდი წონა არ აქვს, რამეთუ პროფესიონალი არ ვარ... ექსპერტებმა საბოლოოდ უნდა დაადგინონ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არასწორი იყო, როდესაც ის მილებში გაატარეს და ამან გამოიწვია ეს. ალბათ, მაინც იქნებოდა უბედურება. ახლა ამას ვერავინ ვერ აწონის, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მილებში არ იქნებოდა და მდინარე თავის კალაპოტში ივლიდა, რა მოხდებოდა. აი, მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი მდინარე, ისიც მთის მდინარეა. თუ ხართ ნამყოფი, ბიზნესცენტრის უკან დიდი აუზი მქონდა მე, მთლიანად შემოვარდა იქ და გადასილულია ისიც."
|