საპროტესტო აქცია სახელწოდებით: ,,ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი!" - თბილისის მერიის შენობის წინ, 21 ივნისს გაიმართება. აქციას გარემოს დამცველთა ნაწილი და სოციალური აქტივისტები გამართავენ.
ზოოპარკისადმი უკმაყოფილება დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა. ცხოველთა დამცველებმა არაერთხელ გაილაშქრეს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ქმედებების თუ უმოქმედების წინააღმდეგ, რადგან ეს საფრთხეში აგდებდა მობინადრე ცხოველების კეთილდღეობას. 14 ივნისის ღამის წყალდიდობამ და მისმა შედეგებმა ათასობით მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია. მიზეზები, რამაც გამოიწვია მათი მოთხოვნა ზოოპარკის საბოლოოდ გაუქმების შესახებ, საკმაოდ ბევრია", - წერია ორგანიზატორთა განცხადებაში.
აქციის ორგანიზატორთა არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ზოოპარკი:
ზოოპარკი სახიფათოა ადამიანებისათვის. ბოლო ტრაგიკულ მოვლენებამდე ზოოპარკში არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა სხვადასხვა პირთა, მათ შორის თანამშრომელთა დასახიჩრება;
ზოოპარკი სასტიკია ცხოველების მიმართ. ზოოპარკის ადმინისტრაციას ბევრი ცხოველი ჰყავდა არასათანადო პირობებში: ბევრ მათგანს ხშირად არ ჰქონდა სასმელი წყალი, იმყოფებოდნენ მცირე ზომის ვოლიერებში, ფიქსირდეობა ცხოველების ექსპლოატაციისა და ძალადობის ფაქტები.
თბილისის ზოოპარკს მიაქვს დიდი თანხები ქალაქის ბიუჯეტიდან. ყოველწლიურად ზოოპარკისთვის ირიცხება დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი. ეს თანხები ირიცხება მოქალაქეთა გადასახადებიდან. სახელმწიფოში, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, არსებობენ მიუსაფარი და მშიერი ადამიანები და ცხოველები, ეგზოტიკური სახეობების შეძენაში, მათი კვების უზრუნველყოფაში და ახალი ზოოპარკების შენებაში მილიონების ხარჯვა არის უგნურება და ბოროტება. ამ თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად. ზოოპარკის გადასატანად კი საჭიროა 100-500 მილიონი ლარის ოდენობის თანხა! (ზოოპარკის დირექტორის გათვლებით)
თბილისის ზოოპარკი - ჭუჭყიანი ბიზნესია. ცხოველებს ამრავლებენ, შემდეგ კი ყიდიან , ან ცვლიან სხვა ცხოველებზე.
თბილისის ზოოპარკი ეკოლოგიური კატასტროფაა - ზოოპარკის გადატანამ თბილისის ზღვაზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყალსაცავის დაბინძურება, რომლიდანაც წყალი მიეწოდება მოსახლეობას.
მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკის დირექცია მუდმივად იქმნიდა ცხოველთა მოყვარულთა იმიჯს, სინამდვილეში ზოოპარკის დირექტორს გააჩნია წილი წყალქვეშა ნადირობის ბიზნესში. ასევე თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე ხორციელდება ძვირადღირებული კავკასიური ნაგაზების, და ჯიშიანი ცხენების გამრავლება. ეს ყველაფერი ხდება მიწაზე, რომელიც გამოყოფილი იყო ზოოპარკის ბინადარ
ძალიან კარგია, არა ზოოპარკს