ალბათ დიდმა უმრავლესობამ იცის, მარა მაინც გავიხსენოთ ეს ისტორია
ისტორია მაშინ ვითარდება, როცა არმსტრონგი 9-10 წლის ბიჭია, პატივცემული გორსკები - ოცდაათს გადაცილებული წყვილი.
ერთხელ, კბილა ბიჭებთან ფეხბურთის თამაშის დროს ბურთი გორსკების ბაღჩაში გადავარდნილა. პატარა ნილს არად ჩაუგდია კერძო საკუთრების საზღვრების დარღვევის შესახებ აშშ-სეული კანონი, ღობეზე გადამძვრალა და ბურთის ძებნა დაუწყია. როცა თავჩაღუნული ბაღჩაში დაბორიალობდა, ვერანდაზე გამოსული ცოლ-ქმრის საუბარი მოესმა თურმე და რახან მისტერ გორსკის ხმაში დაჟინება სჭარბობდა, მისის გორსკის ხმაში კი ისტერიკა, დაინტერესებულა და ყური მიუგდია. იმ საღამოს მისტერ გორსკი ცოლისგან დაჟინებით ითხოვდა ორალურ სექსს, მისის გორსკი კი კატეგორიულ უარზე იყო.
ამ დიალოგის გაგონებაზე არმსტრონგი ისე დაბნეულა, რომ შენიღბვა დავიწყნია და მისის გორსკის თვალთახედვის არეში მოხვედრილა, რითაც ამ უკანასკნელს მაშინვე უსარგებლია და მისი უარი რომ დამაჯერებელი ყოფილიყო, ქმრისთვის მიუმართავს: "მე კი გეუბნები, რომ ეს არ მოხდება, სანამ ეს პატარა არმსტრონგი მთვარეზე არ დაადგამს ფეხს!" ასეთი მტკიცე უარისთვის მისტერ გორსკის ვერაფერი დაუპირისპირებია და სახლში მხრებჩამოყრილი შებრუნებულა.
ნილი თანატოლებს დაბრუნებია, მაგრამ ეს ამბავი რომ კარგად დამახსოვრებია, მაშინ გამოჩნდა, როცა მთვარეზე დაადგა ფეხი და მის პირველ სიტყვებს მთელი მსოფლიო განაბული მოელოდა. ვინ იცის, როგორი ნიშნისმოგებით გადახედა მხცოვანმა მისტერ გორსკიმ მხცოვან მისის გორსკის ამ ფრაზის გაგონებისთანავე...
This post has been edited by lasa on 20 Jun 2015, 00:38