#44931580 · 19 Jun 2015, 19:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
მსურს გაცნობოთ, რომ ვეძებ სამსახურს. მაქვს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომი, მუშაობის 11 წლიანი სტაჟი და ვარ 30 წლის დაოჯახებული ადამიანი. შემიძლია ბევრი რამის გაკეთება. არ ვთაკილობ და არ ვერიდები ახალი საქმის შესწავლას და ათვისებას. ვარ მიზანდასახული, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, ერთგული, პატიოსანი, სერიოზული და მონდომებული ადამიანი. სამუშაო გამოცდილება მაქვს 11 წელზე მეტი, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. დეტალების ჩამოწერით თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ პირადში მომწერეთ ვისაც გჭირდებათ ბიზნესში დამხმარე ან მარეგულირებელი კადრი და ჩემს დოკუმენტაციას და დაწვრილებით მონაცემებს მოგაწვდით უახლოეს პერიოდში. მომწერეთ PM და გპირდებით, ჩემი სახით შეიძენთ ერთგულ, პატიოსან და შრომისმოყვარე კადრს.
P.S. - პოტენციურო დამსაქმებლებო! მსურს გაცნობოთ, რომ დასაწყისისთვის ვიმუშავებდი იმ მინიმალურ თანხაზე, რაც დამჭირდებოდა ჩემი ოჯახის რჩენისთვის.
პატივისცემით,
გია
--------------------
No Pain - No Gain!!!
|