ამ მოვლენებმა დაგვანახა,რომ ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში,რომლებსაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეუძლიათ სხვისი სიცოცხლე გადაარჩინონ.ისაც გასაგებია,რომ უმეტესობას ამ საქციელის ჩამდენს არ სურს თავის პიარი და ამას შინაგანი ადამიანობით აკეთებენ,მაგრამ ესეთი ადამიანები უნდა დაფასდნენ აუცილებლად.ეს თემა მხოლოდ ამ სტიქიასთან დაკავშირებით არ გამიხსნია.ცხოვრებაა და ნებისმიერ დღეს შეიძლება ესეთი გმირობა ჩაიდინოს ადამიანმა და რატომ არ დავთქვათ ერთი დღე,თუ გინდაც 26 მაისი,რომელის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და ამ დღეს ყველას დასანახად დავაფასოთ ესეთი ადამიანები?

ამერიკაში ესე აკეთებენ და თვითონ პრეზიდენტი უხდის მადლობას ესეთ ადამიანებს,რაც ძალიან მომწონს,რადგან ესეთი ადამიანები მისაბაძები ხდებიან ახალგაზრდებისთვის.
აბა რას იტყვით ამ იდეაზე?
This post has been edited by lasha1997 on 20 Jun 2015, 05:59