რავიცი ამდენი დავწერეთ და ვერაფერი გაიგე?
იყიდე ან სპეციალურად იუმატუსთვის ვაი-ფაი ადაპტერი USB-ზე, ან TP-Linkის რუტერი და დააკონფიგურირებ ისე რომ იმუშაოს როგორც სიგნალის მიმღები და თან გამაძლიერებელიც.
ასე უნდა დააკონფიგურირო:
http://www.tp-link.com/kz/article/?id=227მტავარ რუტერში შედი და ვაირელესში ავტომატურზე თუ არის გადაცემის კანალები, მაშინ ამოირჩიე 1-დან 13 მდე ერთ ერთი, რადგან მხოლოდ ერთ კანალზე გაუშვას სიგნალი. იმიტომ რომ ტპ ლინკს არ გაუჭირდეს ძებნა და იქაც (მიმრებ რუტერში) რომ დაანასტროიკებ, იგიცე კანალი უნდა მიუთითო რასაც მთავარ რუტერში დააყენებ. და დაიმახსოვრე რომელი ქვეყანა უწერია რეგიონში. ორივეშI იგივე თუ ეწერება ჯობია.
მიმღებ ტპ-ლინკს LAN ში IP მიეცი ერთით მეტი რიცხვი, ვიდრე მთავარ რუტერს აქვს. ანუ თუ მთავარ რუტერს აქვს IP 192.168.0.1 მაშინ თპ-ლინკს უნდა მისცე 192.168.0.2 თუ მთავარ რუტერს აქვს 192.168.1.1 მაშინ ტპ-ლინკს უნდა მისცე 192.168.1.2
დაასეივე და გადაიტვირთება
გადატვირთვის შემდეგ თუ ავტომატურად ვერ შევიდა რუტერში. ბრაუზერში ჩაწერე უკვე ამ რუტერის რაც მიანიჭე ის IP.
მერე შედი wireless პუნქტში და დაარქვი ტპ ლინკის SSID შენი სასურველი სახელი. რეგიონი იგივე მიეცი რაც მთავარ რუტერშია. კანალი დააყენე ის რაც გიყენია მთავარ რუტერზე, ჩართე WDS, ანუ პტიჩკა ჩაურთე. გამოჩნდება ახალი ველები და იქ არის Search, დააჭირე Search-ს და ამოაგდებს სიას სადაც წერია დაჭერის ზონაში მყოფი ყველა რუტერი, ამოირჩიე იქიდან შენი მთავარი რუტერი, და მიეცი Connect. Key type ამოირჩიე ის კოდირების ტიპი რაც მთავარ რუტერზეა ჩართული და პასვორდში მიეცი მთავარი ვაირელესის პასვორდი.
თუ მტავარ ვაირელეზე პასვორდი არ აყენია, Key type ში დაუტოვებ None-ს.
და დაასეივე ოღონდ არ გადატვირთო.
გადადი DHCPში და გადართე DHCP სერვერი Disable-ზე, Default Gateway
უნდა იყოს იგივე რა IPც აქვს მთავარ რუტერს.
დაასეივე და მიეცი რებბუტი.
და წესით უნდა იმუშაოს.
მასევეა აღწერილი იმ ლინკზეც რაც მე მოგწერე დასაწყისში.