#44942359 · 21 Jun 2015, 00:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ძვირფასო ფორუმელებო, მე როგორც მომოვალი აზულიანტი გეცოდინებათ რას ნიშნავს ეგ, თავშესაფარის მომთხოვნი, სხვადასხვა სახის დევნის გამო უმეტესწილად პოლიტიკურის, ვიცი რო არსებობს ემიგრაციის თემაც მაგრამ მანდ ნაკლებათ საუბრობენ სხვადასხვა ქვეყნის აზულის ვითარებებზე, თუ არ დაგეზარებათ მოყევით თქვენი ისტორია რომელი ქვეყნის თუ ქალაქის აზული გაქვთ გავლილი და როგორ პირობებში იმყოფებოდით, შეიცვალეთ თუ არა ის, როგორია საწყისი ეტაპი სანამ ბინას მისცემს სახელმწიფო აზულიანტს, როგორი სიტუაციაა თვითონ ხალხთაშორის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულების ლოგიკური იქნება ყველა თავის ერის შვილებთან რო იქნებიან თუმდაც სხვადასხვა სიტუაციაში ვიდრე უცხოელთან, მაგრამ თქვენ თქვენი დანახული თვალით მოყევით გარემოებები, რამდენი ხანი გაჩერებდნენ ამ საწყის ეტაპებში, შემდეგ როგორ ბინებში გადაყავდით, თუ თავაზობენ რაიმე ხელობის სწავლას იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა ენა იცის, როგორ ადეპორტებენ ადამიანებს თუ არ იციან მაგათი ზუსტი ვინაობა და ქვეყანა,მე როგორც მომოვალი აზულიანტი მინდა გავიგო ბევრი ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ ,და მგონი თუ გაუყოფთ ერთმანეთს გამოცდილებას ამით გავაძლიერებთ და იმედებს მივცემთ მომავლის ნათლად დანახვაში, უბრალოდ მოვუყვეთ ერთმანეთს გამოცდილებები , სიტუაციები სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, და მოვა დრო გპირდებით მეც მოგიყვებით ჩემს ისტორიას ჯერ ეტაპები მაქვს გასავლელი ამ ზაფხულს ვბარდები ჰოლანდიაში, გვახსოვდეს რომ ქართველები ვართ და რასაც აქ დავწერთ შეიძლება ნებისმიერ ქართველს გამოადგეს თავის მომავლის შეცვლაში!!
|