მოგესალმბით მეგობრებო.
მოკლედ ტელეფონის გაყიდვა მინდა და დავწერ ეხლა დეტალურად რა და როგორ და იქნებ მითხრათ რა ფასად გაიყიდება.
მოკლედ ტელეფონი არის ნაყიდი თბილისში, აიტექნიკში, არის 16 GB-იანი, Sim Free ვერსია, ააპდეიტეთ რამდენიც გაგიხარდეთ. არის 1428 მოდელი. მოყვება ყველაფერი: ორიგინალი ყუთი(იმეი ემთხვევა რა თქმა უნდა), ყურსასმენები აგრეთვე ორიგინალი, დამტენი და USB. ეპლის სტიკერსაც გაჩუქებთ 2 ცალს თუ გინდათ

ეხლა რაც შეეხება ვიზუალურ და ტექნიკურ მხარეს :
კანტებზე და ირგვლივ კორპუსზე აქვს გადაქერცლილები, გახუნებულები, მიჭეჭყილებიც დავარდისგან და ხმარებისგან. გატეხილი როგორც ასეთი არსად არ არის. ანუ მთელია ყველგან მათ შორის სენსორიც და ეკრანიც. ეკრანი მთლად უნაკაწრო არ არის, მაგრამ არც ცუდ მდგომარეობაშია, უკანა ნაწილიც ასე თუ ისე სუფთაა. ჩაწერილია ბოლო ოპერაციული სისტემა, მუშაობას გიჟივით.
ყველა ღილაკი მუშაობს უპრობლემოდ და არანაირი ხარვეზი არ აქვს.
ეკრანი არის ცოტა მოფამფალებული რა, მაღაზიაში როგორც მითხრეს ერთ-ერთი კბილანა აქვს ამომძვრალიო. ანუ ეკრანზე ხელს რომ დააჭერთ ვერაფერს ვერ იგრძნობთ რომ გაფუჭებულია ან რამე ეგეთი და არც მუშაობაში არ უშლის ხელს. მაგრამ ნუ შეცვლიდა მაინც კაცი რა.
ესაა და ეს, რავი მეტი რაღა დავწერო. ვირივით მუშაობს სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს. არ არის გახსნილი და ნაჩალიჩარი ტელფონი, რაც ჭირს ალალად ვწერ. ყველაფერი თავისი რადნოი და ორიგინალი უყენია. ისინიც რაც ზემოთ დავწერე მუშაობაში ხელს არ უშლის საერთოდ.
მითხარით ვინ რამდენს გადაიხდით და იქნებ შევთანხმდეთ.
This post has been edited by _LEONCIO_ on 21 Jun 2015, 16:43
Say what u think ,Think what u say.