სტიქიური უბედურებები ეკონომიკისთვის რთულია, თუმცა სახელმწიფო ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაზარალებულთათვის სტიქიის შედეგების სრულ კომპენსირებას ვერ შეძლებს, თუმცა ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით ყველა დაზარალებული იქნება უზრუნველყოფილი. „სახელმწიფო ბიუჯეტის, ეკონომიკისთვს ეს რთულია, თუმცა სახელმწიფოც მზად არის და მზად ვართ მოვიზიდოთ დამატებით სახსრები, რაც შეუმსუბუქებს სახელმწიფოს მდგომარეობას“.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი,დაზარალებულთა დასახმარებლად 7 მლნ ლარზე მეტია შეგროვდა სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, მიდის მოლაპრაკებები დონორებთან.
მინისტრი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს დაფინანსების სხვადასხვა წყაროებიდან მოზიდვას, მათ შორის იაფი რესურსისა და გრანტების სახით.
„3 მლნ ევრო გამოყო ევროკავშირმა, აზიის განვითარების ბანკი მზად არის 11 მლნ დოლარის პერელოკაცია განახორციელოს საქართველოში მიმდინარე პროექტიდან, თანხის გამოყოფას გეგმავს მსოფლიო ბანკი, USAID მზად არის ვერის ხეობის გეოლოგიური კვლევები დააფინანსოს, აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოოპარკისთვის ახალი ტერიოტორიის შერჩევაშ მიიღებს მონაწილეობას...“, - განაცხადა მინისტრმა.
http://www.ipress.ge/new/8264-nodar-khadur...-ver-shevdzlebtგანა რამდენია ზარალი ამას რომ ამბობს?