მოგესალმებით

მოკლედ ძმაკაცს, რომელიც არის 16 წლის აქვს ესეთი პრობლემა: იძახის, რომ მამაჩემის აზრს ჩემს აზრზე წინ ვაყენებო. ამბობს რო როცა რომელიმე გოგო მომწონს და სურათებს მამაჩემს ვანახებ თუ არ მოეწონა ფულს არ მაძლევს რომ სადმე დავპატიჟოო. ძაან ხშირად ურეკავენ როდესაც სადმეა და ამოწმებენ. მაგალითად იმ დღეს ჩემთან იყო დაახლოებით 12_ის ნახევარი იყო, გამოცდა გვქონდა მეორე დღეს და ვმეცადინეობდით მამამისმა დაურეკა გინდათუარა ჩამოდი გადაიტვირთებიო :დ :ხ არ მოეშვა და წავიდა შემდეგი სიტყვებით: ამ კაცს რანაირი პრინციპები აქო. დღესაც ჩამოვარდა ლაპარაკი გოგოზე და ერთი გოგოა მამაჩემს ძალაინ მოსწონსო (მეც ვიცნობ) და ცოლად მინდა მოიყვანო რომ გაიზრდებიო და შეყვარებული მინდა იყოს შენიო და რაღაცეები. თვითონ იძახდაარაა კაი გოგოო (მიზეზები ჩამოთვალა), მერე დავიწყეთ ლაპარაკი რაღაცაზე და ჩიხში შევედით იმის გამო რომ იძახდა ჩემი აზრი მეორეხარისხოვანიაო ჯერ მამაჩემის აზრიო, მშობლებს კი არა მამამისს ახსენებდა და ამბობდა ის ჩემზე გამოცდილია და გაცილებით ბევრი იცისო. მერე მოვუყვანე მაგალითი ამ გოგოზე და ვუთხარი რო მამაშენის აზრით ეს ხო კაი გოგოა მე, ხოლო შენი აზრით არა, ანუ მამაშენი ცდება მეთქი. მარა მერე ჩაიხვია არა მამაჩემის აზრს ჩემს აზრზე წინ დავაყენებო. ანუ იმაშია ჩემი აზრით პრობლემა, რომ კი ხედავს მამამისის ზეგავლენას და არ მოსწონს მაგრამ თან მეორეს ამბობს, არ აღიარებს და როგორ მივიყვანო ამ პრობლემამდე და დავანახო?????? ცოტა ჯიუტია. საერთოდ ამ თემას იმიტომ ვხსნი რომ მერე დიდი პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს ცხოვრებაში და არ მინდა რა :ხ ძაან მაგარი ადამიანია და ძაან ძვირფასია ჩემთის. დამეხმარეთ გთხოვთ რა ვუშველო

(((