მარტივად დავწერ პოლიტიკასთან ჩემ დამოკიდებულებებზე:
არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ან აქტიური მხარდამჭერი.
არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე (თუნდაც ყველას გადახაზვის მიზნით).
==
არ ველოდები, რომ სწრაფად მოხდება პოლიტიკაში ძირეული ცვლილებები.
გარდა ამისა, არასდროს ველი რომელიმე პოლიტიკური ძალისგან თუ მთავრობისგან რაიმე პირად გამორჩენას.
==
ქვეყანაში არსებული რეალობის ძირეულად და სწრაფად შეცვლა არაა დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე.
ძალიან არარეალური მგონია ის, რომ ხვალ, ან ზეგ მოვა რომელიმე ისეთი ძალა, რომელიც რამდენიმე წელიწადში აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ააღორძინებს ეკონომიკას, ჩამოაყალიბებს ისეთ არმიას, რომ ყველა უფრთხოდეს ჩვენთან დაპირისპირებას, ჩამოაყალიბებს ძალიან მაღალი დონის განათლების, ჯანდაცვის სისტემას და ა.შ.
თუმცა, ზოგ პოლიტიკურ ძალას მეტი შეუძლია, ზოგს ნაკლები.
აქედან გამომდინარე, შეიძლება რომელიმე ძალამ რომელიმე კონკრეტულ სფეროებში მიაღწიოს გარკვეულ წარმატებებს, სიტყვაზე, ეკონომიკა განავითაროს სხვაზე მეტად, ან განათლების სისტემაში მოახდინოს დიდი გარდატეხა, მაგრამ, ამასთანავე, სხვა ძალამ შეძლოს ჯანდაცვის სისტემაში გარდატეხის მოხდენა, საგრძნობლად განავითაროს სპორტი და ა.შ.
==
ქვეყნის მდგომარეობა და მისი ასე თუ ისე შეცვლა უმეტესწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რეალობა ხვდება ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოდის ხელისუფლებაში. როგორ უნდა ელოდე ადამიანი, რომ ჩვენნაირ მძიმე რეალობაში (იქნება ეს შიდა თუ გარე საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით) მყოფი ქვეყანა 5 და 10 წელიწადში მიაღწევს განვითარების დონით რუმინეთს, ან პოლონეთს...
შიდა ფაქტორების გარდა, ბევრ საგარეო ფაქტორზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატებები, ორი აზრი არაა.
სიტყვაზე, სომალიმ და შვეიცარიამ მთავრობები რომ გაცვალონ ერთმანეთში, ცვლილებები იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ არა ისეთი, რომ სომალი შვეიცარიას მიუახლოვდეს რამდენიმე ათწლეულში განვითარებით და ასევე პირიქით, შვეიცარია ჩამოვიდეს სომალის დონეზე (თუ ახლა ძალით არ გააპარტახეს ქვეყანა :დ )
==
ამიტომ, სკეპტიკურად ვუყურებ პოლიტიკას და პოლიტიკოსების დაპირებებს.
მოვა ერთი ძალა, დიდი იმედებია... გავა დრო, არ ამართლებს.
იწყება ფიქრი ახალზე... მერე იცვლება ხელისუფლება, მეორდება იგივე და ა.შ.
==
ჩვენ რეალობას რომ დავუკვირდეთ:
როცა რუსეთისნაირი ვერაგი მეზობელი გვყავს;
როდესაც ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს ამ მეზობელს;
როდესაც არ გვაქვს სტაბილური გარემო განვითარებისთვის;
როდესაც არ გვაქვს ნავთობი თუ სხვა სოლიდური რესურსები;
როდესაც მოშლილია ამდენი რამე;
როდესაც ამდენ სფეროში გვაქვს კვალიფიციური კადრების დეფიციტი ქვეყანაში;
და ა.შ. (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს)
როგორ უნდა მჯეროდეს, რომ მოვა რომელიმე ძალა და ქვეყანა გაბრწყინდება რამდენიმე წელიწადში.
რომელ ჭკუათმყოფელს არ უნდა, თავისი ქვეყანა მაგარი იყოს, მარა რეალობა მწარეა და...
ჰოდა, ამ და კიდევ სხვა ფაქტორების გამო, პოლიტიკისგან დისტანცირებული ვარ.
არ მინდა, ფეხი შევდგა ამ სფეროში ოდესმე. :დ
ვერ ვხედავ ჩემ თავს ამ სფეროს ვერც ერთ ამპლუაში.
მოკლედ, მირჩევნია, ჩემ საქმეს მივხედო, წესიერი მოქალაქე ვიყო, გადავიხადო კანონით დადგენილი გადასახადი, არ დავანაგვიანო გარემო, არაფერი დავაზიანო და ა.შ.

პ.ს.
ერთადერთი ისაა, რომ პოლიტიკურ სიახლეებს ვეცნობი ხოლმე.
ხომ უნდა ვიცოდე, რა ხდება ჩემ ქვეყანაში და ზოგადად, დუნიაზე.
This post has been edited by ფორცხოლი on 21 Jun 2015, 23:15
. .