#44954885 · 22 Jun 2015, 12:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | MIA FORCE-ის მრბოლელმა დავით ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის მრბოლელმა დავით ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქართველმა სპორტსმენმა სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძარიან ავტომობილებში (ETCC) წარმატებით იასპარეზა. დავით ქაჯაიამ თავის კლასში პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა. დავით ქაჯაია პირველი ქართველია, რომელმაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) მონაწილეობა მიიღო. მან უნგრეთში გამართულ ჩემპიონატზეც პირველობა არავის დაუთმო. შსს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის სპორტსმენმა დავით ქაჯაიამ შეჯიბრის დაწყებამდე ორგანიზატორებს, სპორტსმენებს და სტუმრებს საქართველოში 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის შესახებაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაც იუწყება. "31 წლის დავით ქაჯაია, რომელიც საქართველოს შსს-ს სპორტული კლუბის წევრია, ტრაგიკული დღის მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად შავ ლენტს ატარებს", - წერს ფიაეტცც.ცომ. |
--------------------
დრიხტ კინგი
სოფლის ნაქები ახალგაზრდობის წევრი
მისი სამეფო უმაღლესობა პრინც გიორგი ბაგრატიონ მუხრანბატონის N7
ორი ამერიკული წყალქვეშა თვითმფრინავი 4 საათში იქნება შავ ზღვაში. (c) picpic
Life is like a subaru, you never know how long its going to last.
|