მოგესალმებით...
ფორუმის სერჩმა სულ 2 თემა ამომიგდო VW GOLF IV GTI-ზე და თუ უკვე არსებობს მსგავსი თემა და მე ვერ ვიპოვნე ბოდიშს მოვიხდი...
...მოკლედ დიდი სურვილი მაქვს VW GOLF IV GTI-ის ყიდვის და მისი ვიზუალური + ტექნიკური ტუნინგის...
პირველ რიგში ვიზუალურის, რადგან თავად მინდა ვცადო ყველაფერი და "დიდი" მანქანა უფრო ბევრ ხარჯებს მოითხოვს ვიდრე "პატარა" გოლფი...
...თან საკმაოდ კარგი ფორმის მანქანაა და ბევრი რამ შეიძლება გაუკეთო... გეომეტრიული ცვლილებებიდან დაწყებული ფერით დამთავრებული...
...თან მინდა, რომ ამ მანქანით ვიარო კიდეც და ყოველდღიურად გამოვიყენო...
მაინტერესებს თქვენი აზრი კონკრეტულად ამ მოდელის შესახებ (VW GOLF IV GTI 1.8 T AT) MK-ზე არ მაქვს საუბარი, მხოლოდ 4 კარიან GTI-ზე...
პლიუსები...
მნუსები...
საწვავის მოხმარება...
სიმძლავრე...
ექსპლოატაციაში გამძლეობა და ა.შ.
ბევრი რამ წავიკითხე უცხოურ ფორუმებზე, ბევრი კარგიც, მარა უფრო ბევრი ცუდი

და მაინტერესებს ქართულ რეალობაში რამდენად ღირს
ამ ეგზემპლართან მიკარება და ვისაც გყავთ იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება...
თუ არსებობს კონკრეტულად ამ ავტოს შესახებ აქ თემა და მე ვერ მივაგენი გთხოვთ მაპატიოთ და იქნებ ლინკი მაინც დადოთ
This post has been edited by ilo_khavtasi on 16 Jun 2015, 03:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)