სახალხო დამცველის აპარატის ოფისი დანგრევის პირასაა და იქ მომუშავე ათეულობით ახალგაზრდის უსაფრთხოება არ არის დაცული. 2013 წლიდან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შენობა ავარიულია და სრულიად გაუგებარია რატომ არ გადააქვს მთავრობას ოფისი, რას ელოდება?
ყბადაღებულ ათონელის ქუჩის ოფისს ტყუილად აცდენენ და პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებენ, მაშინ როცა, ამდენი ახალგაზრდა საშიშროების წინაშე დგას. ელოდებიან უბედურება როდის დატრიალდება თუ რაშია საქმე. ახლანდელი ოფისი რამიშვილის ქუჩაზე, ახლოს არის ვერეს ხეობასთან და როგორც ამბობენ საძირკველი ეცლება.
დროზე იმოქმედე ხელისუფალო, მერე არ თქვა არ ვიცოდითო. აგერ სიუჟეტი იყო იმედზე, ესეც ცრუსთავი ხომ არ არის, გამოიბერტყეთ ყურები და დროული რეაგირება მოახდინეთ.
პ.ს. თან, ეს გადახვალ - არ გადავალ თემებიც მორჩება მარგველასთან. ვირს პიტნა არ უყვარდა და პირში ტენიდნენო ესეა ამათი საქმე. აგერ ხალხი, ევაკუაციაზე ფიქრობს და იქ სხვას აძალებენ გადადი კარგი შენობა არისო.


იმედზე 20:23-დან:
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi * * *
მარგველას ყურამდე მივიდეს მინდა ეს ამბავი. კაი ხოდი ექნება და ვეღარაფერს ეტყვიან მგონი.
This post has been edited by giorgi219 on 22 Jun 2015, 23:13