http://line.ge/blog/view/53ძალიანაც სერიოზულად ნუ მიიღებთ

1987 წელი- 56 წელს რაც ამათმა ქნეს? ევროპა ვითარდება, ჩვენ ნაგვის ყუთში ვცხოვრობთ..
1988 წელი- ხალხი გამოსულა კომუნისტების წინააღმდეგ? აუ, არ დაარბიონ
1989 წელი- ეს რა იკადრეს რუსებმა? ნაგვები!!! ამათ არ ვაპატიებთ!!!! საქართველოს დამოუკიდებლობას გაუმარჯოს!!
1990 წელი- „გაუმარჯოოოოოს“, „ძიიიიირს“, „მეგაფონი მჭირდება“, „ერრრრროვნული ძალები“, „სამშობლო“, „ო, საქართველო“, „მოღალატეები!!!“
1991 წელი- ზვიადი, ზვიადი, ზვიადი!!!
1992 წელი- რუსთაველზე სროლა ვინც ატეხა ყველას ################. სიგუა პატიოსანი კაცი მეგონა, ვირთხა აღმოჩნდა. საწყალი ზვიადი ....
1993 წელი- აფხაზეთი დავკარგეთ, აწი რა გვეშველება ?!:(
1994 წელი- გაიგე ღამე რა სროლა იყო? ემზარი მოუკლიათ,რომელიღაც საძმომ ჩაცხრილა. დღეს ღამე ბენზინის რიგში გავათენე, აუ, შუქი ჩაქვრა...
1995 წელი- პურის ფული აღარ დამრჩა, ბინას ვყიდი, სხვაგან უნდა გადავიდე
1996 წელი- ედიკას დედა კი ვატირე, მხედრიონელები ხომ მაინც მოსპო?აწი იქნებ გვეშველოს, ეს რა დრო გამოვიარეთ?
1997 წელი- შარშან იმედი მომეცა, ახლა ვამჩნევ არაფერი გვეშველება....ჩემი და კანადაში წავიდა, მომვლელად...ესპანეთში მინდა მშენებლობაზე სამუშაოდ წასვლა, მევხშეეებისგან პროცენტიანი ვალი ავიღე .....
1998 წელი- შევარდნაძეს როდის მოვიცილებთ, მაგის დედა ვატირე!!!!
1999 წელი- ტელევიზორიდან ისმის: „ გიხაროდენ, გიხაროდენ მზემ ღრუბლები ......“
2000 წელი-წარღვნა არ მოხდა, სამაგიეროდ ედიკა კიდევ ჩვენთანაა.....
2001 წელი- კიდევ ნავთობსადენზე ბაზრობს? გადართე რა
2002 წელი-მიშას უსმინე? მაგარი კაცი ჩანს, ხმას ვაძლევ, ჯიგარია!!!
2003 წელი- მიშა, მიშა, მიშა
2004 წელი- პატრულის რეფორმა მომეწონა
2005 წელი- ამათმაც გააფრინეს, რას აკეთებენ? ვინ დაგვაჯინა მიშამ თავზე ?
2006 წელი- გარეკა ამ მიშამ!!! ავადმყოფი ყოფილა
2007 წელი- აქციაზე მოდიხარ?
2008 წელი- აღარ მინდა აქციაზე წასვლა, მაინც მიშა აჯობებს
2009 წელი- ახლა რა არჩევნებია? მე პას
2010 წელი- ფეისბუქზე დამამატე
2011 წელი- ბიძინა მაგარი კაცია, დაერხა მიშას!!!
2012 წელი- დაიჭირეთ მიშა, არ დაინდოთ ნაციონალები!!!
2013 წელი-ეს მარგველაშვილი სად იპოვა? არა, საკადრო პოლიტიკა ამასაც ეშლება. ხმას კი მივცემ , მაგრამ......
2014 წელი- მკიდია პოლიტიკა, ვინც არ უნდა მოვიდეს მაინც არაფერი გვეშველება
2015 წელი........
This post has been edited by lasha_alo on 25 Jun 2015, 15:09