თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ “მთელ კვირასთან” ინტერვიუში ვერეს ხეობაში ახალი გზის რეაბილიტაციასა და ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემის შესახებ ისაუბრა. გზის აღდგენა აუცილებელია, თუმცა მისი რეკონსტრუქცია და სახეცვლილება უნდა მოხდეს.
როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, შალვა ოგბაიძე ინტერვიუში ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემასა და მძღოლების მიმართ მფლობელების მიერ განხორციელებულ კანონდარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მძღოლებს ყოველ ორ თვეში ერთხელ გადასახადს უზრდიან, რის გამოც ისინი იძულებულები არიან არ ჩართონ კონდიციონერი და მოქალაქეები ფეხზე დააყენონ. რადგანაც სხვანაირად იმ ხარჯების გადახდას ვერ მოახერხებენ, რასაც მათ ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელები უწესებენ.
„მძღოლები ძველი ხელისუფლების დროს დადებული კორუფციული ხელშეკრულების მსხვერპლნი არიან. ისინი იძულებულები არიან, მოქალაქეებს ვერ შეუქმნან ის კომფორტი, რაც მგზავრობისას აუცილებელია. მძღოლისა და მგზავრის ხარჯზე ცალკეული კომპანიები მდიდრდებიან. აგრეთვე აქვე მინდა ვთქვა, რომ ყვითელი მიკროავტობუსები გადაიქცნენ მოსიარულე ბომბებად, რადგანაც ელიავას ბაზრობაზე დაშლილი ავტომობილებიდან ხდება დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსების ძრავის ამოღება, დამონტაჟება და გაზზე გადაყვანა, ხოლო გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში არსებული კომპანიის მიერ ნებართვის გაცემა, რომ გაზზე გადაყვანა კანონთან შესაბამისობაში მოხდა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან ეს ცნობა მივიღე. სამწუხაროდ არის საშიშროება, რომ ამის გამო კიდევ რაღაც უბედურებას გადავეყაროთ. მე მივმართავ მერიას, რომ ამ საკითხზე ყურადღება სასწრაფოდ გაამახვილონ. ყვითელ მიკროავტობუსებში უბედურება დატრიალდება“, – ამბობს ობგაიძე.
http://ggamess.in/?p=74პ.ს.სანამ ურები გადაბრუნდება მიიღეთ ზომები.