სასწრაფოდ! ამ წამს სომხეთის მიმართულებით სადახლოზე გავიდა ქართული სპეცდანიშნულების რაზმის ჯგუფები - გურამ დონაძე
შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
"სასწრაფოდ! ამ წამს სომხეთის მიმართულებით სადახლოზე გავიდა ქართული სპეცდანიშნულების რაზმის ჯგუფები და ე.წ. რობოჯოპები. ბრძანება ივანიშვილმა გომელაურს წუხელ მისცა, რათა სომეხ მექრთამე პოლიციას ხალხის წინააღმდეგ დაუდგეს გვერდით!
წყარო სპეცრაზმელთა ერთი ჯგუფი, რომლებმაც უარი თქვეწ წასვლაზე ..." - წერს დონაძე Facebook-ში.
"ვინიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია შსს-ში გადაამოწმა, სადაც დონაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.