ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდი "ლაბუნი" დღეს დილით შემოვიდა. ეკიპაჟის დახვედრის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურში მყოფ ხომალდზე დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები. "ლაბუნი" არის გამანადგურებელი, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი, რომელიც ექსპლუატაციაში 1988 წელს შევიდა. ხომალდი მონაწილეობდა ერაყის ომში და ნატოს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში.
რიჩარდ ნორლანდი - ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარდებაამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარდება, ასევე, მყარდება ურთიერთობები ნატო-სა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდის, "ლაბუნის" შემოსვლის ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ელჩმა განმარტა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება მიმართულია რეგიონში უსაფრთხოების ზრდისკენ. რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ ხომალდის ეკიპაჟი მოუთმენლად ელოდება ბათუმის დათვალიერებას და ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ბათუმელები ისევე თბილად უმასპინძლებენ ამერიკელ სამხედორებს, როგორც ეს წინა ხომალდების ეკიპაჟების დახვედრის დროს მოხდა.
ასევე, ოფიციალურ ღონისძიებაზე რიჩარდ ნორლანდმა მწუხარება გამოხატა საქართველოს სანაპირო დაცვის ოფიცრის, თემურ კონცელიძის გარდაცვალების გამო.
"მსურს გამოვხატო მწუხარება, საქართველოს სანაპირო დაცვის ოფიცრის თემურ კონცელიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ მისი მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია და თბილისში საავადმყოფოში ექიმები იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ იმედი გვაქვს მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ იქნება. ჩემთვის სასიამოვნოა და პატივია, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში ვიმყოფები ამერიკის საზღვაო ძალების ხომალდ "ლაბუნის" კაპიტანთან, მაკკალანთან ერთად. ეს გახლავთ ერთგულება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც კვლავ ადასტურებს თავის განწყობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და შემაკავებელი შესაძლებლობების ზრდისადმი. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარდება ასევე, მყარდება ურთიერთობები ნატო-სა და საქართველოს შორის, რაც მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონში უსაფრთხოების ზრდა მოხდეს. ხომალდის ეკიპაჟი ელის მოუთმენლად, რომ ექნებათ შესაძლებლობა ესტუმრონ ქალაქს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ბათუმელები კვლავ უმასპინძლებენ ისე თბილად, როგორც ადრე, სხვა ხომალდების შემოსვლის დროს. მადლობას გამოვხატავთ, ბათუმის მერის და სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ, რომლებიც მასპინძლობენ აღნიშნულ ღონისძიებებს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...i-myardeba.htmlდავით უსუფაშვილი - ამერიკული ხომალდის ბათუმის ნავსადგურში შემოსვლა არის ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის ხაზგასმაამერიკული ხომალდის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში არის ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკული სამხედრო ხომალდის, "ლაბუნის" დახვედრის ღონისძიების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამერიკა და საქართველო ერთად აპირებს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რისი დასტურიცაა ერთობლივი მოქმედებები ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. დავით უსუფაშვილის განმარტებით, დღევანდელი მოვლენა მკაფიო მესიჯია იმისა, რომ საქართველო არ არის მარტო და ქვეყანა არის მსოფლიო თანამეგობრობის წევრი.
"ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდის შემოსვლა ბათუმის ნავსადგურში ეს არის მნიშვნელოვანი მოვნელა, ეს არის ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობისა და იმისა, რომ ჩვენ ერთად ვაპირებთ გავუმკლავდეთ საფრთხეებს, თუ ისინი ექნება ჩვენს ქვეყნებს თუ მსოფლიო მშვიდობას. ამის დასტურია ჩვენი ერთობლივი მოქმედებები ავღანეთში და მსოფლიოს სხვა ცხელ წერტილებში. ორ ქვეყანას გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა სფეროში მათ შორის, სამხედრო სფეროში. დღევანდელი მოვლენა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომ, რომ საჭიროა რაც შეიძლება მკაფიოდ იყოს ეს მესიჯი გაგზავნილი ყველასთის, რომ საქართველო არ არის მარტო, საქართველო არის მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყანა და მსოფლიო თანამეგობრობა მზად არის, საქართველოსთან ერთად, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩს საქართველოში, ხომალდის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს იმისთვის, რომ ისინი საქართველოს სტუმრები არიან. დავით უსუფაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობას, რომელიც ამერიკელ სტუმრებს მასპინძლობს.
http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-t...-khazgasma.html