ვინ ატრაკებს: ზურაბ ჯაფარიძე
ვის უტრაკებს: კოკა გუნცაძეს (ჩვენი რკინიგზის გლავნი მენეჯერი, ყოფილი ტოლი პოლიტიკოსი, ტოლი პოლიტპატიმარი, ტოლი სპრავედლივებესთვის მებრძოლე ტოლი ყველაფერი ერთად)
რა ხდება, მოკლედ: რკინიგზაში რეგრესია, აპრილის მაჩვენებლები 2004 დონეზეა (გეგმით 2011-ზე უნდა იყოს)
და რათა:ქოც განმარტება: ფეზდეცებე ხდება 'თელ სოფლიოში + ნაცებეს საბოტაჟეებე
ნაც განმარტება: კომპანიას მართავენ სრულიად არაკომპეტენტური ფეზდეცებე
ვიდეო:
ტექსტი:
2014 წლის იანვარში ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა განცხადება საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით რომ საქართველოს რკინიგზის არაკომპეტენტური მენეჯმენტისა და ბ–ნი ივანიშვილის ნათესავის რკინიგზის საქმიანობაში ჩარევის შედეგად, საქართველოს რკინიგზამ 2013 წელს დაკარგა 3 მილიონი ტონა ტვირთი. შემცირდა ნავთობპროდუქტების, მარცვლეულის, შაქრის, რკინისა და მარგანეცის მადნის, ფერადი ლითონების, ქიმიური და მინერალური სასუქების, კონტეინერების, რეფრიჟერატორული ვაგონებით გადაზიდული ტვირთების მოცულობა. გაუარესება აღინიშნებოდა ყველა ძირითადი ტვირთის გადაზიდვის დინამიკაში.
საპასუხოდ, საქართველოს რკინიგზამ გააკეთა სრულიად არასერიოზული განცხადება და ტვირთების მოცულობის კლების მიზეზებად მოიყვანა არაადექვატური და ცინიკური არგუმენტები.
დღეს გვსურს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილოთ საქართველოს რკინიგზაში შექმნილ ვითარებაზე 2014 წლის აპრილის მდგომარეობით.
2014 წლის გადაზიდვების გეგმად განისაზღვრა 20 მილიონი ტონა ტვირთი, რაც წარმოადგენს 2011 წლის მაჩვენებლს
· ჩვენს ხელს არსებული აპრილის მონაცემებით, მოსალოდნელი შესრულება არის 15 მილიონი ტონა. ეს არის 2004 წლის მაჩვენებელი. ანუ კომპანიამ წელიწადნახევარში განიცადა 10 წლიანი რეგრესი!ეს არის შედეგი იმისა, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიას მართავს სრულიად არაკომპეტენტური ხალხი.
ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტში უხეშად ერეოდენ და ერევიან არაუფლებამოსილი პირები ,,ექსპერტ’’ გია ხუხაშვილისა და ბ–ნი ივანიშვილის ‘საყვარელი დეიდაშვილის’, ბ–ნი უჩა მამაცაშვილის სახით.
ეს არის შედეგი იმისა, რომ მოხდა გადამზიდავის მონოპოლიზაცია და ისეთი სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რომელიც იძლევა კორუფციული გარიგეგებების დადების შესაძლებლობას.
ასეთ ვითარებაში ცხადია საუბარი ზედმეტია როგორც თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, რომლის დასაფინანსებელი სახსრებიც რკინიგზას აღარ აქვს, ისე შეკვეთებზე ელმავალმშენებელი და ვაგონმშენებელი ქარხნებისთვის, რომელთა თანამშრომლების უდიდესი ნაწილი უკვე თვეებია უხელფასო შვებულებაშია გაშვებული.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს რკინიგზაში არსებული პრობლემების გამო:
მილიონობით ტონა დაკარგული ტვირთი აზიიდან ევროპაში ხვდება საქართველოს გვერდის ავლით,
ანუ რუსეთის გავლით და ეს არის დაკარგული კონკრეტული შემოსავლები საქართველოსთვის
· ეს ნიშნავს რომ ხდება საქართველოს სტრატეგიული ფინქციის – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის – სრული ეროზია, რაც ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა