ერეკლე კოდუა: "მე და ჩემს შვილებს დედაჩემი გვარჩენს"
თამარ ლეფსვერიძე
Tweet
ერეკლე კოდუა: "მე და ჩემს შვილებს დედაჩემი გვარჩენს" 23:08 | 24 ივნისი, 2015
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა, 22 ივნისს, ბუდაპეშტის აეროპორტში, პარლამენტარ ირმა ნადირაშვილის მეუღლესთან, დავით დაღელაშვილთან ერთად, ოჯახს თბილისში აცილებდა. მასთან ინტერვიუ სწორედ ბუდაპეშტის აეროპორტში ჩავწერეთ.
რას საქმიანობს ამჟამად ძებნილი ირაკლი კოდუა, როგორ იხსენებს საქართველოში თავისი საქმიანობის პერიოდს, რატომ არ აგრძელებს მოღვაწეობას უკრაინაში თავის თანაგუნდელებთან ერთად და როგორ იხსენებს იმ გახმაურებულ საქმეებს, რომლითაც მან თავი ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრა?
ამის შესახებ "აიპრესის" ვრცელი ინტერვიუდან შეიტყობთ, მანამდე კი გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
კითხვა, რომელიც, ყველაზე ხშირად ისმის: რით ცხოვრობენ მაღალჩინოსნები, რომლებმაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველო დატოვეს? რა არის მათი შემოსავლის წყარო და როგორ ახერხებენ უკვე მესამე წელია საზღვარგარეთ ცხოვრებას?
ამ კითხვით ერეკლე კოდუასაც მივმართეთ.
- ბატონო ერეკლე, ბუდაპეშტში რას აკეთებთ?
- არაფერს, ვისვენებ...
- არ მუშაობთ აქ?
- აქ არა...
- კარგით, უნგრეთში არა, საერთოდ სად მუშაობთ?
- მუშაობით არსად ვმუშაობ ახლა...
- არ გიჭირთ ისეთი აქტიური სამსახურის შემდეგ, როგორიც საქართველოში გქონდათ, უმუშევრად ყოფნა?
- არა, არ მიჭირს, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. პირველი წელი ცოტა რთული იყო, მაგრამ მერე მივეჩვიე. ხშირი სტუმრიანობა მაქვს აქ და არ მიჭირს.
- რითი ცხოვრობთ აქ? ფინანსებს ვგულისხმობ...
- აი, დედაჩემიც აქ არის და კითხეთ მას...
- არ მითხრათ, რომ ქალბატონი ლაურა გარჩენთ...
- აბა ვინ მარჩენს?
- თქვენ დედის კმაყოფაზე ხართ?
- კი, მე მარჩენს დედაჩემი.
- თქვენს შვილებსაც?
- კი, მე და ჩემს შვილებს გვარჩენს დედაჩემი. შედით, აიღეთ ინტერვიუ და კითხეთ. სხვათაშორის, დედაჩემი წარმატებული ბიზნესმენი იყო და მას ბევრი ჭორი დაუყარეს. რომ იცოდეთ, მე დედაჩემს ხელი შევუშალე ბიზნესში.
- რომელ ბიზნესში?
- ყველა ბიზნესში შევუშალე ხელი ჩემი მუშაობის პერიოდში, მე რომ ვიყავი მაღალი რანგის თანამდებობის პირი. სულ პრობლემები გვქონდა ამის გამო ოჯახში. სულ მეუბნებოდა, წამოდი, წამოდიო...
- ნანობთ ახლა? არ უნდა შეგეშალათ ხელი?
- არ ვნანობ... ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ხალხის სამსახურში ვიყავი.
- უმუშევარი ყოფილხართ და მიხეილ სააკაშვილმა არ მიგიწვიათ უკრაინაში სამუშაოდ? თქვენი ყოფილი კოლეგებიდან ბევრი დაასაქმა...
- არ წამიყვანაზე არ არის, უბრალოდ მე არ მინდა, ჯერ არ ვარ მზად...
- რა მომზადება გინდათ, საკმაოდ დიდხანს მუშაობდით წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე...
- ასე ადვილი არ არის, პასუხისმგებლობა აიღო და სხვა ქვეყანაში წახვიდე სამუშაოდ.
- რამდენი ხანი უნდა გარჩინოთ ქალბატონმა ლაურამ?
- რა ვიცი, ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.
ვრცელ ინტერვიუს ერეკლე კოდუასთან "აიპრესი" ხვალ შემოგთავაზებთ.
http://www.ipress.ge/new/8551-erekle-kodua...chemi-gvarchensიცი რაზე მეშლება ნერვები?
ათას სისულელეზე აგვაგდო ამ ნაგავმა მთავრობამ
თითქოს ისენი ფულებს ჭამდნენ
ხალხს კლავდნენ და ა.შ.
თურმე კაცს დედა არჩენს ეხლა
სად წავიდა ივანიშვილო აბა ამათი მოპარული ფულები?
აი სულ რომ არ მისცენ ინტერვიუები არ ჯობია?