
მივმართავ იმ ხალხს, ვინც არ არის მუსიკოსი და კონსერვატორიის განათლებითაც ვერ დაიკვეხნის : ეს არის ყველაზე სრულყოფილი რამ (სენტომოი, შეიძლება, სადღაც სოფლელი სატანისტი კახას შემოქმედებაზე მეტი იდეალურობით არის გაჟღენთილი) იმათგან, რომლებსაც კლასიკას ვერ დავარქმევთ. მე თვით მკვლელას ბევრი ნამუშევარიც მომისმენია, მაგრამ სასაცილოდ მიმაჩნია რომელიმესთან შედარება.
დროის სიგნაჩა თვლის ნოტები თითქმის საერთოდ აჯღა-ბაჯღაა მთელი სიმღერის განმავლობაში; დროის თვლა იმაზე მეტჯერ იცვლება ამ თითქოს პატარა სიმღერაში, ვიდრე მე, პითაგორას კონკურენტს, შემიძლია დავთვალო. და მკვლელა ამ ყველაფერს ისე ახერხებს, დაუჯავშნავი ყური ვერც ამჩნევს, რომ ასე გასაოცრად შეიცვალა ყველაფერი. მომღერლის პიანისტი კარგად აწყობილი კომპიუტერული მუსიკის მსგავსად მუშაობს; მას შეუძლია ნებისმიერ კონკურენტსს შიგ დედაში მისცეს სცენაზე, ხელებდამბულმაც კი, და, მეტიც, ზურგზეროიალშემოდებულმაც (გაკეთებული აქვს იზრაელში). მაგრამ შემდეგ მკვლელაბენდის დრამერი შემოდის სოლოში. ის შეგვიძლია თამამად დავაყენოთ ისეთი სერიოზული დრამერების წინ, როგორიც, მაგალითად, ბილლ ბრუფორდია. მან აღნიშნა კიდეც, რაც მკვლელას სიმღერა მოვისმინე მივხვდი, სტარლესსი კი არა თალენთლესსი დამიწერიაო. დრამერი ერთ შეცდომასაც არ უშვებს და დროის თვლას მიყვება, თუმცა შემდეგ თავადვე ბედავს ექსპერიმენტებს ისე, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დადგმულ რამეს გავს... როცა რეალურად იმპროვიზაციაა. დრამი აქ 11/10 ს იღებს სიძლიერეში, და მას თუ ვინმემ აჯობოს, სენტომც შაირთოს ცოლადა.
დაუჯერებლად სასწაულმოქმედი სიმღერა, და, რაღა თქმა უნდა, ყველანაირი პლაგიარიზმისა და ბექსთეიჯ მუსიკოსების გარეშე. !!!

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მილანისტა,
This post has been edited by Nimrodel on 26 Jun 2015, 11:37
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.