გუშინ საღამოს ვსეირნობდი დაახლოებით 10-ის მერე, ხოდა ჩემს წინ შევამჩნიე ერთი მოხუცი კაცი რომელიც არეული ორიენტაციით მოძრაობდა და უცბათ წაიქცა.
თავიდან მომეჩვენა ცუდად იყო და დახმარება უნდოდა... თურმე ეს კაცი ნასვამი აღმოჩნდა,ერთი შეხედვით საკმაოდ სოლიდური ბაბუს შთაბეჭდილებას ტოვებდა და არ გავდა ბომჟს... შემხვედრი მხრიდან მოდიოდნენ ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები, არც ერთმა ხელი არ მოკიდა და არ წამოაყენა,ზედაც კი არ შეხედეს

არადა ამ კაცმა თავი დაარტყა
შემეცოდა მივედი წამოვაყენე და სახლამდე გავაცილე.
გზაში მომიყვა ცრემლმორეულმა შვილო ლოთი არ გეგონო, ამ ერთი თვის განმავლობაში მეუღლე 2 დის შვილი,დის შვილის შვილი და საკუთარი შვილი შვილი დავკარგეო, ამ ყველაფერმა იმოქმედა და ამიტომ დავლიე, ცოტა მეტი მომივიდა ბოდიშით და მადლობაო...
მაგრად შემეცოდა ეს კაცი ჩავაჯინე ტაქსში მივაცილე სახლამდე და გამოვტრიალდი...
არ გეგონოთ ამას საკუთარ თავზე მარკების ასაწევად ვამბობდე, მართლა არ ვარ ასეთი ვინც რეალში მიცნობს და თუ რამე სიკეთის გაკეთება მინდა ამას ყოველთვის ჩუმად ვაკეთებ ისე რომ არც გამოვჩნდები საერთოდ. უბრალოდ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს იმ ახალგაზრდებზე ვინც ზედაც კი არ შეხედა იმ კაცს? დავიჯერო ასე აქვთ გული გაციებული მომავალ, ახალგაზრდა თაობებს?
თუგინდა იღადავეთ ბაზარი არაა გაერთეთ თემაზე მაგრამ თქვენგან უფრო საღი აზრი მოდის სხვა განყებთან შედარებით და იმიტომაც მიყვარხართ

ეს მართლა მაინტერესებს თქვენ რას იზავდით ამ დროს მიეხმარებოდით თუ არა?
ვინმე იმათგან ოჯახის წევრს რომ დამართოდა რამე არ უნდა მიხმარებოდა ქუჩაში არავინ?