ერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება (პირდაპირი ტრანსლაცია)
26 ივნისი 22:27195
ერევნის ცენტრში ბაგრამიანის გამზირზე სამართალდამცავების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. news.am-ის ინფორმაციით, სამართალდამცავების რაოდენობა უპრეცენდენტოა.
აღსანიშნავია რომ საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, ისინი „ცოცხალი ფარის“ ფუნქციის შესრულების ინიციატივით გამოდიან და აცხადებემ, რომ სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის ცოცხალ ფარად ჩადგებიან და შეტაკებას არ დაუშვებენ.
ცოტა ხნით ადრე მომიტინგეებმა მაშტოცისა და საიათნოვას გზაჯვარედინი გადაკეტეს, თუმცა ერთი საათის შემდეგ გზა გახსნეს და მომიტინგეთა ეს ნაწილისც ბაგრამიანის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
http://news.ge/ge/news/story/141302-erevan...iri-translatsia