"ბედაურები დახოცილან ვირებს დარჩათ მოედანიო"
"უძაღლო სოფელში კატებს აყეფებდნენო"
ქართულ ხალხური ანდაზა

2016 არცევნების მერე პოლიტმოედანი დაცარიელდა. ვირები წავიდნენ.
ანც ნარჩენების 4 წლიანი ფართხალი ამინდს ვერ ქმნის.
დიდი იმედი მაქვს რომ ბაზალეთის აკვნის მოტრფიალეთა თუ მომლოდინეთა რიცხვი რაც წლები გადის მცირდება.
მოკლედ მომწიფებულია "ახალი როჟების" და მონათესავე იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიების (უფრო სწორედ ჯგუფების) გამსხვილების
ეტაპი.
ოცნება დიდად არ განსხვავდება "მოქკავშირისგან", "აღორძინებისგან" ან თუნდაც ნაცმოძრაობისგან როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია.
ბოლო ატწლეულმა აჩვენა რომ:
1. შეიძლება გქონდეს ფული და პარტია მაგრამ წარმატება ვერ მოიპოვო (ღნაცები 2012, 2016)
2. შეიძლება გქონდეს ფულიც, ტელევიზიაც, მაგრამ პარტია ვერ შექმნა და ვერც წარმატება მოიპოვო (პატარკაციშვილი)
3. შეიძლება გქონდეს ფულიც, ტელევიზიაც, გამარჯვებაც მოიპოვო მაგრამ პოლიტპარტია მაინც ვერ შექმნა (ივანიშვილი "ოცნება")
4. შეიძლება არ გქონდეს ფული, გქონდეს ტელევიზია, წარმატებას მიაღწიო მაგრამ ვერ შექმნა პარტია(ინაშვილ-მოურავი)
ანუ ჩვენტან არის არა იმდენად ფულის არამედ პარტიების და პარტიების მხრიდან თავისიფე პოლიტ შეხედულებების/ფასეულობების მიმართ ერთგულების
პრობლემა...
მემარცხენე ფლანგი აბსოლიტურად ცარიელია....შალვა გაკოტრდა ჩაფსმამდე..ასეც უნდა იყოფილიყო...
იმედია ახალგაზრდა "ლევაკები" ამუშავდებიან
მემარჯვენე ფლანგიც აბსოლიტურად გაკოტრებულია...ინაშვილ-მოურავის ჯგუფი მემარჯვენეობის სახეა და ადეკვატური საპირწონეა შალვას მემარცხენეობის.
ცენტრისტულ ფლანგზე რესპებიდა ტავდემები დაიშალნენ/გაიყვნენ...
შეიმჩნევა რაღაც მოძრაობები :
1.კერძოდ, შალვას "მიუცუცქდნენ" "ახალი მემარჯვენეების" ნარჩენები და "ის თვითონ"
2. უსუფაშვილს სურვილი აქვს შეიქმნას ახალი პარტია.
სხვები ჯერ გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან....
რა ტიპის პარტიას ვისურვებდი მაგ. მე

:
ცენტრისტული ტიპის პრეფიქსების "ულტრა", "ნეო" გარეშე ანუ არ იქნება გადაზნექილი არც ულტრალიბერასტობისკენ არც შავრაზმულგრუზინობისკენ.
1.აღიარებს და იცავს ადამიანისუფლება/ტავისფლებებს, პირადი საკუთრების, სიცოცხლის დაცვის უფლებას და პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას.
2.იმუშავებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე.
3.მესამე პრიორიტეტი იქნება განათლება: დაწყებითი,საშუალო, უმაღლესი განათლების როგორც ერთი პროცესის სამი ეტაპის გააზრება შესაბამისი რეფორმების გატარება.
4. კიდევ არის სხვა საკIტხებიც: შრომის უფლების რეალიზება, ცვლილებები შრომის კოდექსში, საათობრივი მინ ანაზღაურება და ა.შ.
არის საკიტხები რომლებიც 1 პარტიის გადასაწყვეტი არაა მაგრამ სჭირდება მუშაობა:
1. ქვეყნის რეგინალური მოწყობა
2. საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, თუ კონსტ. მონარქია. (მე საპარლამენტო რესპუბლიკა..მაგრამ პრინციპში
ოღOნდ რამემ იმუშაოს ამ ქვეყანაში და უხუცესტა საბჭოზეც ტანახმა ვარ)
ჩამოყარეთ თქვენი პოლიტსურვილები....ვიცი მემარცხენეებიც არიან ფორუმზე და არაშავრაზმელი მემარჯვენეებიც.
ახალი სახეები ციდან არ ცვივიან....ახალ სახეებს სჭირდება ასპარეზი რაც მეტნაკლებად არის და სურვილი